„ვინ არის თქვენი ბოსი?“ – ივანიშვილის არაფორმალურ მმართველობაზე პრემიერს უცხოელი პარტნიორების თანდასწრებით მოუწია საუბარი
პოლიტიკა - 12:15, 11 Sep, 2018     2141

„ვინ არის თქვენი ბოსი?“ - ეს კითხვა საქართველოს პრემიერ-მინისტრს გავლენიანი ამერიკული გამოცემის „ფაინენშალ თაიმსის“ ჟურნალისტმა, თბილისში მიმდინარე კონფერენციაზე დაუსვა. ბიძინა ივანიშვილის არაფორმალურ მმართველობაზე, მამუკა ბახტაძეს განმარტებების გაკეთება უცხოელი ანალიტიკოსების წინაშე მოუწია.

„მაკკეინის ინსტიტუტის ორგანიზებით, დილიდან საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც ყველა გავლენიანი დასავლელი ექსპერტი საქართველოშია.

ედუარდ ლუისის კითხვას, „ვინ არის შენი ბოსი“ პრემიერ-მინისტრმა უპასუხა, რომ იგი ანგარიშვალდებულია მხოლოდ ქართველი ამომრჩევლის წინაშე:

„თუ შეიძლება უხეშ კითხვას დაგისვამთ, ანგარიშვალდებული ხართ ივანიშვლთან? ვინ არის თქვენი ბოსი?“, - ჰკითხა პრემიერს ედუარდ ლუისმა.

„მე ანგარიშვალდებული ვარ იმ ხალხთან, რომლებმაც ხმა მისცეს „ართულ ოცნებას“, ეს აშკარაა, დანარჩენი პოლიტიკური სპეკულაციები, საუკეთესო პასუხი რეალური სტატსტიკა და რეალური ციფრებია. ჩვენი დემოკრატიის ინტერესი არ არის შევადაროთ რა იყო წარსულში და რა გვაქვს დღეს, პროგრესი დიდია და მიღწევებიც ბევრია, მომავალზე ფიქრი უნდა გავაგრძელოთ, უნდა მოვახდინოთ მთავრობის, ოპოზიციის, სამოქალაქო საზოგადოების კონსოლიდირება, გამოწვევებთან გასამკლავებლად“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ედუარდ ლუისმა პრემიერს კონკრეტულად ივანიშვილზეც დაუსვა კითხვა:

"რაც შეეხება ქართულ დემოკრატიას და არჩევნებს, მინდა გკითხოთ თქვენი პარტიის ლიდერის და "ქართული ოცნების" დამფუძნებლის შესახებ. ის ძალიან მდიდარი ადამიანია, მისი აქტივები მთლიანი შიდა პროდეუქტის მესამედია, ოლიგარქიული სიტუაციის მსგავსი ვითარებაა, აყენებს თუ არა ჩრდილს ეს ქართულ დემოკრატიას?"

პრემიერის განმარტებით, ოლიგარქიული სიტუაცია არ არის შექმნილი.

„ბევრი მიზეზის გამო გეტყვით, რომ არ არის ოლიგარქიული სიტუაცია, ბიძინა ივანიშვილი „ქართული ოცნების“ დამფუძნებელია და თავმჯდომარეა. მან მოიგო არჩევნები 2012 წელს, საუკეთესო პასუხი თუ რა დიდი ცვლილება მოუტანა ამ არჩევნებზე ქვეყანას, საერთაშორისო რეიტინგებია, როგორი გაუმჯობესდა ჩვენი პოზიცია ყველა მიმართულებით, მედიაპლურალიზმის, ადამიანის უფლებების, კერძო სექტორის, ბიზნესის დაცვის, გამჭვირვალეობის თვალსაზრისით. ეს კონკრეტული მიღწევებია. ჩვენ დემოკრატიული ტრანსფორმაციისა და ჭეშმარიტი დემოკრატიული ქვეყნის მშენებლობის სწორ გზაზე ვართ,“- აღნიშნა მამუკა ბახტაძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42