„სკოლის მართვისა და ლიდერობის საერთაშორისო კონფერენციაზე“ - ცხადდება საჯარო სკოლის დირექტორთა რეგისტრაცია
პოლიტიკა - 11:34, 11 Sep, 2018     802
„ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს” მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტი, რომელსაც ახორციელებს სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, 12 სექტემბერს 12:00 საათზე გამოაცხადებს მონაწილეთა რეგისტრაციას „სკოლის მართვისა და ლიდერობის საერთაშორისო კონფერენციაზე“.

კონფერენციის მიზანია, სკოლის მართვის და ლიდერობის მიმართულებით საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება.

სკოლის მართვისა და ლიდერობის მეორე საერთაშორისო კონფერენციაჩატარდება 2018 წლის 22-23 სექტემბერს, თბილისში, სასტუმრო რადისონ ბლუ ივერიაში“.

კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საერთაშორისო ორგანიზაციების, ასევე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები და განათლების სფეროს ექსპერტები. კოლეგებისა და ფართო საგანმანათლებლო საზოგადოებისთვის საკუთარ გამოცდილებისა და მიღწევების გაზიარების შესაძლებლობა მიეცემათ საჯარო სკოლების დირექტორებს, რომელთა მოხსენებებიც კონკურსის გზით შეირჩევა. თითეული სესიის ბოლოს გაიმართება დისკუსია.

კონფერენციაში მონაწილეობისათვის საჭიროა ელექტრონული რეგისტრაცის გავლა.

კონფერენციაში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია დაიწყება 2018 წლის 12 სექტემბერ, 12:00 საათიდან, ვებგვერდზე: www.teec.ge და დასრულდება 14 სექტემბერს დღის 12:00 საათზე.

პროექტი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს იმას, რომ კონფერენციის ყველა მონაწილეს მიეცეს თანაბარი შესაძლებლობები. შესაბამისად, საქართველოს რეგიონების სკოლების წარმომადგენლებს, რომლებიც წარმატებით გაივლიან რეგისტრაციას, პროექტი შესთავაზებს სასტუმროში განთავსებას (ამის შესახებ მონაწილე რეგისტრაციის დროს მიიღებს დამატებით ინფორმაციას).

კონფერენციაში მონაწილეობას შეძლებს პირველი 230 მსურველი, რომელიც დააკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:

o არის საჯარო სკოლის მოქმედი დირექტორი;

o წარმატებით აქვს გავლილი ლიდერობის აკადემიის რომელიმე ტრენინგ-მოდული

დამატებით კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით:

ტელ: 2 200220 (47 08); ელ.ფოსტა: Info@tpdc.ge





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42