ციხეებთან დაკავშირებულ ლეგენდებს პასუხი გაეცემა, თუ გამოძიებას არ ექნება პოლიტიკური დატვირთვა
პოზიცია - 23:33, 29 Aug, 2013     1499


სასჯელაღსრულებისა, პრობაციისა და იურიდიული დახმარების ყოფილი მინისტრი დიმიტრი შაშკინი, რომელიც პროკურატურამ, პატიმართა წამებასა და არაადამიანურ მოპყრობის ფაქტებთან დაკავშირებთ, მოწმის სახით დაიბარა დაკითხვაზე, ,,ნიუპოსტთან" ინტერვიუში აცხადებს, რომ მინისტრად მუშაობის 9-თვიან პერიოდზე მზად არის ყველა კითხვას გასცეს პასუხი.

 



_სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრი ვიყავი 2009 თებერვლიდან 2009 წლის ნოემბრის ჩათვლით, ამ პერიოდზე მე ვიღებ სრულ პასუხისმგებლობას. მე ვიყავი მინისტრი, რომელმაც შექმნა ეს სამინისტრო, მანამდე ის არ არსებობდა, იყო იუსტიციის სამინისტროს და ასევე შსს-ს შემადგენლობაში. ჩემი მინისტრობის 9 თვიან პერიოდზე მე შემიძლია გავცე ნებისმიერ კითხვას პასუხი. მნიშვნელოვანის არის ის, რომ გამოძიება, რომელიც დაიწყო არის კარგი, რადგან სამართლიანი და გამჭვირვალე გამოძიება ძალიან ბევრ შეკითხვას გასცემს პასუხს. სასჯელაღსრულების სამინისტროს ირგვლივ შეიქმნა ძალიან ბევრი ცრუ სტერეოტიპი, ბევრი ლეგენდა და ზღაპარი, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ყველაფერს გაეცეს პასუხი, მაგრამ ეს მოხდება იმ შემთხვევაში თუკი ამ გამოძიებას არ ექნება პოლიტიკური დატვირთვა.

 


_ბატონო დიმიტრი, თქვენი მინისტრობის პერიოდში, მსგავსი ფაქტები თუ გამოვლენილა?



_ჩემი აზრით, მნიშვნელოვანია რამდენიმე ფაქტორი, პირველი - უნდა გავიხსენოთ, რომ ჩემი მინისტრობის პერიოდში, სახალხო დამცველი იყო სოზარ სუბარი, ბოლო ორი თვე იყო გიორგი ტუღუში. სოზარ სუბარს ჰქონდა გამოქვეყნებული რამდენიმე დასკვნა, რომელიც მნიშვნელოვანია, რომ კიდევ ერთხელ მიეწოდოს საზოგადოებას, სუბარს, რომ ჩემი და ჩემი კოლეგების მიმართ დიდი სიყვარული არ ჰქონდა, ეს ცნობილია. წავიკითხოთ სახალხო დამცველის დასკვნები, სადაც არის საუბარი იგივე ციხეების გადატვირთულობაზე, რაც ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა იყო და ითვალისწინებდა დროს, ამიტომაც ინგრეოდა ძველი და შენდებოდა ახალი სასჯელაღსრულების დაწესებულებები. იყო საუბარი ჯანდაცვის კუთხით არსებულ პრობლემებზე და ეს იყო ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა, რადგან ზუსტად მაშინ, როდესაც ეს სამინისტრო შეიქმნა, ერთ-ერთმა სადაზღვევო კომოანიამ, რომელიც მაშინ იყო პროვაიდერი ჯანდაცვის სფეროში სასჯელაღსრულების სისტემაში, უარი თქვა ამ სამუშაოზე, გადაიხადა ძალიან დიდი ჯარიმა, თუ არ ვცდები 2 მილიონი და გამოვიდა სისტემიდა, რის გამოც ჩვენ მოგვიწია ყველაფრის ნულიდან აწყობა. ანუ, პრობლემები იყო, როგორ არა, მაგრამ არც სახალხო დამცველი ანგარიშში, არც წითელი ჯვრის დასკვნაში, რომელსაც ჰქონდა უფლება შესულიყო ნებისმიერ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ნებისმიერ დროს, ნებსმიერი პატიმრის სანახავად, ასევე სხვადასხვა არასამთავრობო საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებიც მუშაობდნენ ამ სფეროში და რაც მთავარია, არც გაეროს წამების საწინააღმდეგო კომიტეტის დასკვნაში, რომელიც ზუსტად ამ პერიოდს სწავლობდა, სისტემური დანაშაული და ფაქტები, რომელიც მე, როგორც მინისტრს მომცემდა საშუალებას რეაგირება მომეხდინია ნებისმიერ ასეთ ფაქტზე, არსად საუბარი არ ყოფილა. იგივე კადრები, რომელიც გავიდა, მიუთითებს იმაზე, რომ ჩემი მინისტრობის პერიოდში წამების ფაქტები არ იყო, ერთი სიტყვით, არც სახალხო დამცველის, არც წითელი ჯვრის და არც გაეროს წამების საწინააღმდეგო კომიტეტის დასკვნებში მსგავსი ფაქტები ასახული არ არის.

 


_თუკი აღმოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც განაცხადებენ, რომ ისინი იყვნენ წამების მსხვერპლი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, მაშინ დგება თუ არა კონკრეტული პიროვნებების პასუხისმგებლობის საკითხი, იგივე მინისტრის?


_ამაზე პასუხები უნდა გასცეს მხოლოდ გამოძიებამ. მეც ვარ იურისტი, ვმუშაობდი შს სამინისტროს სტრუქტურაში 1992 წელს და როგორც იურისტებმა, უნდა განვასხვავოთ რეალური ფაქტები და სტერეოტიპები და ზღაპრები, რომლებიც შემდეგ როგორც უნდათ ისე იკრიბება ხოლმე რაღაც ფაქტების გარშემო. ძალიან ბევრი ზღაპარი გვსმენია, ერთ-ერთი იყო, როცა პირველ ლედის დააბრალეს, თურმე ადამიანის ორგანოები გაჰქონდა ციხეებიდან და ა.შ. ადამიანს გააჩნია კრიტიკული აზროვნება და ის ამით განცხვავდება ცხოველისგან, რომ შეუძლია ინფორმაციის მოპოვება და გაანალიზება, ასეთი სისულელეები იქნება ძალიან ბევრი და ამისთვსი არის საჭირო გამოძიებაც.



_სასჯელაღსრულების საკითხი, იგივე ციხის კადრები ფაქტობრივად აღმოჩნდა საბედისწერო წინა ხელისუფლებისთვის, დავუშვათ, რომ ეს ხდებოდა, შეიძლებოდა, რომ მსგავსი რამ არ ცდონობდა მინისტრს, რომელიც უშუალოდ ამ უწყებას ხელმძღვანელობდა?



_კიდევ ერთხელ ვამბობ, იმ ინფორმაციის საფუძველზე, რომელიც მე გამაჩნია და ბუნებრივია, როგორც მინისტრს მეტი ინფორმაცია მექნება, ვიდრე ჩვეულებრივ მოქლაქეს, პოლიტიკურ პროცესებზე თუ იმ საკითხებზე, რომელიც არსებობდა სისტემაში, მე შემიძლია, გარანტირებულად გითხრათ, რომ არცერთი ის ადამიანი, რომელიც იღებდა პოლიტიკურ გადაწყვეტილებას, არ ფლობდა ამ ინფორმაცას. აქ ლოგიკაც ძალიან მარტივია, პირობითად, მე, როგორც მინისტრს და ადამიანს, რომელიც იღებდა პოლიტიკურ გადაწყვეტილებას და ადამიანს, რომელიც იყო აგრეთვე ჩართული საარჩევნო კამპანიებში, რომ მცოდნოდა ასეთი ფაქტების შესახებ, მისი დაფარვის რა მოტივი უნდა მქონოდა? მე როგორც იურისტს, შემიძლია გითხრათ, რომ ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი არის მოტივი. რა მოტივი უნდა მქონოდა მე ან ჩემს ნებისმიერ კოლეგას, რომ დაგვემალა ასეთი ფაქტები? ან ჩვენ მაშინ ყველანი მანიაკები ვყოფილვართ და კაციჭამიები, ან ჩვენ სარგებელს ვიღებდით, მაგრამ რა სარგებელი უნდა მიგვეღო ადამიანის წამებით? მოტივი არ არსებობს.


_საუბარია, იმაზე, რომ ხელისუფლება ცდილობდა წესრიგის დამყარების მომტივით შიში დაენერგა სასჯელაღსრულების სისტემაში. იგივე საუბარია იმაზეც, რომ მიუხედვად იმისა, რომ სასჯელაღსრულებაში იყო მინისტრი შაშკინი და შემდეგ კალმახელიძე, იქ პროცესებს მართავდნენ ახალაიები და ისინი აკონტროლებენ ციხეს.


_როგორც აღვნიშნე, მე ვაგებ პასუხს იმ 9 თვეზე, როცა მე ვიყავი მინისტრი. ის, თუ ვინ იყო სისტემის მმართველი, ამისთვის მაგალითსაც მოგიყვანთ: როცა მოხდა ქალთა კოლონიაში ბუნტი, რომელიც სისხლის გარეშე იყო მოგვარებული, ჩატარდა სპეცოპერაცია და სასჯელაღსრულების სპეცდანიშნულების რაზმმა მოახდინა მსხვერპლის გარეშე სიტუაციის განეიტრაელბა, დაახლოებით ეს იყო 700 კაციანი ბუნტი, თან დედაქალაქში, მაშინ ამ პირობებში მე, ჩემი მოადგილე და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსი - სამნი მარტო ვიყავით აჯანყებულ კოლონიაში, მე ვხელმძღვანელობდი უშუალოდ სპეცოპერაციას და მე გავცემდი ბრძანებებს სასჯელაღსრულების სპეცდანიშნულების რაზმისთვის. ამის მოწმეა ამჟამინდელი სასჯელაღსრულების მინისტრი, ბატონი სუბარი, რომელიც იქ ჩემს გვერდით იმყოფებოდა, როგორც სახალხო დამცველი. აქედან გამომდინარე, ძალიან მარტივია, დაუსვან შეკითხვა მაშინდელ სახალხო დამცველს, რომელიც დაადასტურებს, ვინ ხელმძღვანელობდა მაშინ აჯანყებული კოლონიის განეიტრალებას.

 


_თუმცა ამჟამინდელი მინისტრი სუბარი აცხადებს, რომ ე.წ. ციხის მაყურებლები მაშინდელმა ხელისუფლებამ შექმნა და ისინი უწყობდნენ ხელს მათი მხრინდა ციხის კონტროლს...


_ეს არის პინგპონგის თამაში, ძველი ხელისუფლება იტყვის რომ ეს ასე არ იყო, ახალი ამტკიცებს, რომ ეს ძველებმა გააკეთეს, მაგრამ შეკითხვა ჩნდება, თუ საუბარია, რომ ძველმა ხელისუფლებამ დატოვა ციხეში 700 მაყურებელი, რაც ისედაც საინტერესოა, განა რამდენი მაყურებელი უნდა იყოს თითო დაწესებულებაში? კითხვა ჩნდება ახალ ხელისუფლებასთან - მაშინ 9 თვის მანძილზე რა გააკეთეთ იმისათვის, რომ ის 700 მაყურებელი აღარ ყოფილიყო?

 


_თქვენ გააკეთეთ განცხადება გია ქავთარაძესთან დაკავშირებით და აღნიშნეთ, მაშინ როცა კითხვები არსებობს ბაჩო ახალაიასთან, რატომ არ უჩნდება კითხვები პროკურატურას მაშინდელ იუსტიციის მინისტრთან, როცა საუბარია ციხის ბუნტზე?


_თუ დასაწყისშივე იბადება შეკთხვები, ეს არის ცუდი. როცა საუბარია იმაზე, რომ უნდა დაიკითხოს ხათუნა კალმახელიძე, შაშკინი, მაშინდელი დეპარტამენტის უფროსი ბაჩო ახალაია, მაშინ იბადება შეკთხვა, რატომ არ უნდა დაიკითხოს ქავთარაძე, რომელიც იყო იუსტიციის მინისტრი და უშუალო უფროსი ბაჩო ახალაიასი? თუ პროკურატურას პრეტენზია აქვს ბაჩო ახალაიას მიმართ, ბუნებრივია იგივე პრეტენზია უნდა ჰქონდეს მისი უფროსის მიმართაც. ეს ყველაფერი ხელს უშლის ობიექტურობას.

 


_თუმცა, ციხი სკანდალურმა კადრებმა იმხელა მღელვარება გამოიწვია, რომ ამ ფაქტების გამოძიება და კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება, შეიძლება ითქვას, რომ საზოგადოების დაკვეთად იქცა.


_ერთია საარჩევნო კამპანიის დროს საზოგადოებრივი დაკვეთა და მეორეა ქვეყნის მართვა რეალურად. თუ ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ მინისტრი ან პოლიტკური ფიგურა დაისჯება მხოლოდ იმის გამო, რომ ის იმ კონკრეტულ მომენტში ხელმძღვანელობდა ამა თუ იმ სამინისტროს, როდესაც იქნა დანაშაული ჩადენილი, ეს იქნება ცუდი პრეცედენტი და მართლაც დაანგრევს სახელმწიფოს. არ აქვს მნიშვნელოვა ვინ იქნება მინისტრი, როცა შენ ქმნი პრეცედენტს, რომელიც მსოფლიოში არსად არ არის, როცა სჯი სამინისტორს ხელმძღვანელს იმისათვის, რომ მისი ხელმძღავნელობის დროს გაქვს ეჭვი, რომ ხდებოდა დანაშაული, ეს ნიშნავს, რომ ნებსიმიერი ახლანდელი მინისტრი და მათი მოადგილეები, დეპარტამენტის უფროსები იქნებიან დარტყმის ქვეშ. დემოკრატია არის დაფუძნებული იმაზე, რომ ხელისუფლებები იცვლებიან. სამ წელიწადში იქნება ახალი საპარლმანეტო არჩევნები, ყველა თანამდებობის პირს ექნება იგივე განცდა, რომ ახალი ხელისუფლება მას იგივეს გაუკეთებს, ამის შემდეგ ექნებათ ორი გამოსავალი: ან საერთოდ ხელი აიღონ ნებისმიერი გადაწყევტილების მიღებაზე, რასაც ჩვენ ხშირად ვხედავთ ეხლა სამინისტროებში, რის გამოც ბევრი სამინისტრო პარალიზებულია, ან მეორე, ხელი აიღონ მორალზეც და დემოკრატიაზეც და ყველაფერი გააკეთონ იმისათვის, რომ შეინარჩუნონ ადგილები. არცერთი და არც მეორე ქვეყანას კარგს არაფერს მოუტანს. ვერსად ვერ ნახავთ იმ პრეცედენტს, რაზეც ახლა არის საუბარი. ერთადერთი ეს არის პინოჩეტი, რომელსაც დიდი ხანი ედავებოდნენ, რომ იმ დანაშაულებების საქმის კურსში იყო, რომელიც ხდებოდა. წლები საუბრობდნენ ამაზე, თუმცა მაინც საბოლოო ჯამში გამოძიება ბოლომდე ვერ მივიდა, იმიტომ, რომ ასეთ დროს შენ შედიხარ პოლიტიკურ ველში და არა სამართლებრივში, იმ ველში, რომელიც არსად არ მიგიყვანს. დასჯი ამ პოლიტიკოსს, შენ დაგსჯის მომდევნო, მერე შემოვა ახალი და ეს არის უსასრულო პროცესი, რომელიც ქვეყანას დაანგრევს და ასეთ ქვეყანაში კი არცერთი ბიზნესმენი ინვესტიციას არ ჩადებს.

 

,,ნიუპოსტი"





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42