უახლოეს დღეებში სასწავლებლის ადმინისტრაცია მიღებული გადაწყვეტილების გაუქმებისთვის ავტორიზაციის სააპელაციო საბჭოს მიმართავს. რაც შეეხება განათლების სამინისტოში საკადრო ცვლილებებს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში პირადად მათთვის უმნიშვნელოდ მიიჩნევენ.
„მინისტრის გადაწყვეტილება ვერ იქნება საპირწონე იმ გადაწყვეტილებებისა, რომელიც მიიღო სანიკიძის უწყებამ და ვფიქრობთ რომ ერთადერთი ალტერნატივა რაც შეიძლება არსებობდეს არის ის,რომ შავი ზღვის უნივერსიტეტს დაუბრუნდეს ყველა ის უფლება, რომელიც ჩამოერთვა. პერმანენტულად აქციები გაგრძელდება, გაგრძელდება მანამ სანამ არ დადგება ის შედეგი, რომელსაც მოვითხოვთ“-ამბობს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პიარმენეჯერი ზვიად ფიფია.
ავტორიზაციის საბჭომ შავი ზღვის უნივერსიტეტს პირველკურსელთა მიღება ერთი წლით შეუზღუდა.
მასალის გამოყენების პირობები






