საპრეზიდენტი არჩევნები 2018 - მმართველი გუნის რიგბში გადაწყვიტეს, რომ დამოუკიდებელი კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიაში აქტიურად ჩაერთვებიან.
„ქართული ოცნების“ ოფისში დღეს რამდენიმე საათიანი შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი ხელმძღვანელობდა. შეხვედრაზე მსჯელობდნენ, თუ კონკრეტულად რა პოლიტიკური, ფინანსური და ადამიანური რესურსით უდნა დაეხმარონ მათ რჩეულ კანდიდატს.
პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრი, ნუკრი ქანთარია დარწმუნებულია, რომ სალომე ზურაბიშვილი სხვა ქვეყნების ლიდერებთან შეხვედრაზე თავს ღირსეულად წარმოაჩენს.
„ქალბატონ სალომეს აქვს ძალიან ეფექტური თავგადასავალი და ის პიროვნულად ძალიან წონიანი დაჯდება ნებისმიერ ქვეყნის ლიდერთან, ტერესა მეი იქნება, მერკელი იქნება, ხორვატიის პრეზიდენტი, მაკრონი თუ სხვა, ნებისმიერთან იმიტომ, რომ ის გარემო, რომელშიც ისინი არიან, ეს საკმაოდ ცნობილია სალომესთვის, იქნება საინტერესო პრეზიდენტი, მე მგონი,“ - განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.
მასალის გამოყენების პირობები






