კახა კალაძე გოძიაშვილის პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო
პოლიტიკა - 17:30, 10 Sep, 2018     800

თბილისის მერი კახა კალაძე, მერის მოადგილე მაია ბითაძესთან ერთად, ვასო გოძიაშვილის სახელობის პარკში კეთილმოწყობის სამუშაოებს გაეცნო.

„ასეთი პროექტების განხორციელება მნიშვნელოვანია. ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ქალაქში გვაქვს მწვანე სივრცეების ნაკლებობა. არსებულ პარკებშიც გვაქვს სერიოზული პრობლემები და მომდევნო წლების განმავლობაში დაგეგმილი გვაქვს მათი განახლება-რეაბილიტაცია. რაც შეეხება ამ კონკრეტულ პარკს, აქ მოეწყობა დაახლოებით 700 მეტრიანი ველობილიკი, სათამაშო სივრცეები ბავშვებისთვის, მთლიანად განახლდება შადრევანი, ასევე, მოეწყობა კაფე დამსვენებლებისთვის. გარდა ამისა, გამოყოფილი იქნება სპეციალური ადგილი ძაღლების გასასეირნებლად. აქ პრობლემა იყო ხეებთან დაკავშირებით. დაახლოებით, 400 ძირი გამხმარი და მძიმე მდგომარეობაში მყოფი ფიჭვი მოიჭრა. სამწუხაროდ უნდა ვთქვათ, რომ ეს მხოლოდ ამ პარკს არ ეხება, ზოგადად, ამ მხრივ ქალაქში სერიოზული პრობლემაა. დაახლოებით, 20 ათასამდე უვარგისი ხეა უკვე მონიშნული, რომელიც აუცილებლად უნდა მოიჭრას სხვადასხვა ლოკაციაზე. აქ 460 ძირი ხე დაირგვება, როგორც წიწვოვანი, ისე ფოთლოვანი“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, პროექტის განხორციელება დაახლოებით, 2 მლნ ლარი ჯდება.

ამასთან, თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის გიგა გიგაშვილის განცხადებით, პროექტის ფარგლებში მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმობა პარკში არსებული საღი ხეების შენარჩუნებას და მოვლა-პატრონობას.

პარკის ტერიტორიაზე, რომლის ფართობიც 35 484 კვადრატული მეტრია, განთავსდება 2 საბავშვო მოედანი, საპიკნიკე სივრცეები, ჭადრაკის დეკორატიული დაფა, მოეწყობა დეკის ბილიკებით გამოყოფილი დასასვენებელი ზონები, სავარჯიშო სივრცე, საგამოფენო ღია სივრცე, მცირე ზომის ღია კინოთეატრი, ასევე, დახურული სივრცე კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებების მოსაწყობად. სრულად იცვლება პარკში არსებული მოსასვენებელი ინფრასტრუქტურა და განთავსდება სეპარირების ურნები. გარდა ამისა, მოეწყობა სარწყავი სისტემა და განათება.

პარკში მოჭრილი ზეხმელი ხეების სანაცვლოდ დაირგვება 15 სახეობის 462 ნერგი და 6 სახეობის 2300 ძირი ბუჩქი (ევროპული მუხა, ჩვეულებრივი იფანი; ამერიკული ნეკერჩხალი; მინდვრის ნეკერჩხალი; იტალიური ფიჭვი; უნგრული ცაცხვი; ამბრის ხე; არიზონის კვიპაროსი; არღავანი; გრძელფოთოლა იფანი; კატალპა; მსხვილფოთოლა ნეკერჩხალი (ლეკა); იაპონური სოფორა; ოქროსფერი ნეკერჩხალი; ლეილანდის კუპრესოციპარისი; ფოტინია; უცვეთელა; იასამანი; სურნელოვანი ოსმანთუსი; მარადმწვანე ძახველი; ტუია), ასევე, დაიგება ბალახის საფარი.

პარკის კეთილმოწყობის სამუშაოები 2018 წლის ბოლომდე დასრულდება. კახა კალაძესთან ერთად, სამუშაოებს გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი გიგა გიგაშვილი, საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე და საკრებულოს წევრი დავით უთმელიძე გაეცნენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42