„თვქენ ხიდი ხართ ჩვენსა და აზერბაიჯანს შორის“ - გრიგოლ ვაშაძე მარნეულის მოსახლეობას შეხვდა
პოლიტიკა - 15:41, 10 Sep, 2018     475

გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია“-ს საპრეზიდენტო კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ მარნეულში შეხვედრა გამართა. ვაშაძე ოპოზიციის სხვა ლიდერებთან და წარმომადგენლებთან ერთად მარნეულის მოსახლეობას შეხვდა, მან კიდევ ერთხელ ისაუბრა იმ მნიშვნელოვან კავშირზე, რომელსაც მარნეულის მოსახლეობა აზერბაიჯანთან უზრუნველყოფს.

„თქვენზე, თქვენს შრომაზე საქართველოს სხვა მოქალაქეებთან ერთად იდგა ეს ქვეყანა და ამის გამო ჩემგან უზარმაზარი მადლობა.

იმ დროს, როცა მარნეულში კრიმინალი თარეშობდა და არც წყალი იყო არც გაზი და თქვენი სიცოცხლეც რისკის ქვეშ იყო, მარნეულის საქართველოს მოქალაქეებმა, იმიტომ რომ ჩვენთვის ნაციონალობა არ არსებობს, საქართველოს სახელმწიფოში რწმენა არ დაგიკარგავთ, არ დაგიკარგავთ რწმენა, რომ ლოზუნგით ძალა ერთობაშია ავაშენოთ საქართველო და თქვენ ეს მიხეილ სააკაშვილთან ერთად გააკეთეთ 2003-დან 2012 წლამდე, თქვენ ხიდი ხართ ჩვენსა და ჩვენს სტრატეგიულ მოკავშირეს, აზერბაიჯანს შორის და ეს ხიდი გასაფრთხილებელი და კარგად მოსავლელია. უნდა გვახსოვდეს, რომ რაც შეიძლება ბევრი მარნეულის, საქართველოს მოქალაქე სახელმწიფო სამსახურში“-მიმართა ვაშაძემ მარნეულის მოსახლეობას.

მისი თქმით, შეხვედრებისას მთავარ პრობლემად მარნეულის მოსახლეობა კრიმინალის დაბრუნებას ასახელებს.

„მარნეულში ქვა ქვაზე დადო ქართულმა ოცნებამ 2012 წლიდან? როდესმე ეს ხალხი მოსულა გამგეობიდან და უკითხავთ , რა გჭირდებათ რითი დაგეხმაროთ? არ მოვიდა დრო გამოვგლიჯოთ ქართულ ოცნებას სახელმწიფო და დაგიბრუნოთ თქვენ საქართველოს მოქალაქეებს“, - აღნიშნა გრიგოლ ვაშაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42