მურთაზ ზოდელავა, თხილის ბიზნესში სამეგრელოს გუბერნატორის ინტერსებსა და ფაროსანასთან ბრძოლის არაეფექტურ და კორუფციულ მოქმედებებზე საუბრობს
პოლიტიკა - 16:07, 10 Sep, 2018     862
დასავლეთ საქართველოს ფაროსანა კვლავ უტევს და მოსავალს ანადგურებს. გაერთიანებული ოპოზიციის "ძალა ერთობაშიას" წევრი მურთაზ ზოდელავა ხელისუფლებას ფაროსანასთან საბრძოლველად სპეციალური კომისიის შექმნისკენ მოუწოდებს. საქმე ეხება, დასავლეთ საქართველოს რეგიონებს იმერეთს, გურიას და სამეგრელოს, სადაც ფაროსანამ მოსავალი მთლიანად განაადგურა.

როგორც მურთაზ ზოდელავამ "ნიუპოსტთან" საუბრისას განაცხადა, ბიუჯეტს აქვს იმის საშუალება, რომ დაზარალებულ მოსახლეობას 1500 ლარის ოდენობით მაინც აუნაზღაურდეს ზარალი.
ზოდელავა სახელმწიფოს მიერ გამოყოფილ 700 000 ლარზე საუბრობს, რომელიც ბიუჯეტიდან ქუმსიშვილის ახლო ნათესავის კომპანიისთვის იქნა გადარიცხული ფაროსანასთან ბრძოლის რეკლამირებითვის, თუმცა მისივე თქმით, თავად ფაროსანასთან ბრძოლის შედეგი მოსახლეობას არ მიუღია.

"ხელისუფლებამ მანამ არ შეიბერტყა ყურები, ვიდრე ოპოზიციამ არ ატეხა ამაზე ამბავი. ამის შემდგომ აღიარეს, რომ საჭირო ყოფილა კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა ფაროსანასთან ვითომ საბრძოლველად. თვითონ ამბობენ, რომ 62 მილიონი ლარი დახარჯეს ფაროსანასთან ბრძოლაში და ყველა ვხედავთ, რომ ამ ბრძოლამ არანაირი შედეგი არ გამოიღო. ძალიან ბევრი კითხვის ნიშნებია თუ როგორ და სად დაიხარჯა ეს მილიონები. ყველას გაგახსენებთ ერთ ფაქტს, მინიტრ დიმიტრი ქუმსიშვილის ახლო ნათესავის საკუთრებაში არსებულ კომპანიაზე გაიცა 700 000 ლარი იმისთვის, რომ მომხდარიყო რეკლამირება ფაროსანასთან ბრძოლაში. მხოლოდ რეკლამირებაში და არა კონკრეტული ნაბიჯების გადადგმაში. დაახლოებით ასეთი მდგომარეობაა სხვა თანხებთან დაკავშირებით, რაც იყო არაკომპლექსური, კორუფციული და არაეფექტური მოქმედებები. შედეგიც სახეზეა, ჩვენ ვთვლით, რომ ეს თანხები სულ რომ არ დახარჯულიყო და კომპენსაციის სახით გაცემულიყო მოსახლეობისთვის, უკეთესი იქნებოდა, რადგან ეს ადამიანები თვითონ შველიან საკუთარ თავს. მაქსიმალურად ცდილობენ, წამალები გამოიყენონ. ყველამ იცის „კარატე“ ან „ზონდერი“ ყველა გლეხმა იცის, რა არის ეს და სხვა შესაწამლი საშუალებები ყიდულობენ და იყენებენ ფაქტობრივად ლაბორატიულ პროცესში ჩაერთო მოსახლეობა, რომ შემოსავლის წყარო შეინარჩუნოს. ეს ყველაფერი უნდა გაეკეთებინა სახელმწიფოს. ყველა სისულელეზე რომ კომისიებს აფუძნებენ, ამ საკითხზე იყო შესაქმნელი კომისია, სადაც შევიდოდნენ სპეციალისტები და შეისწავლიდნენ იქ არსებულ მდგომარეობას. მოსახლეობის მიმართ, ასეთი დანაშაულებრივი და გულგრილი დამოკიდებულება, არ ახსოვს საქართველოს ისტორიას" - განაცხადა მურთაზ ზოდელავამ.

დღესვე ზოდელავამ, თხილის ბიზნესში სამეგრელო-ზემო სვანეთის ახლადდანიშნულ გუბერნატორის ინტერესებზე ისაუბრა. ენმ-ი წევრი ამბობს, რომ ალექსანდრე მოწერელიას ბიზნესინტერეები და დაკავებული თანამდებობა ერთმანეთთან შეუთავსებელია.

„მოწერელია, რომელიც ახლა გუბერნატორად დაინიშნა, მთელი ამ წლების განმავლობაში იყო თხილის ასოციაციის თავმჯდომარე და ბოლო წლებში, სანამ ეს ადამიანი იყო ამ ასოციაციის თავმჯდომარე, მას არასდროს არ მოუთხოვია, რომ ჩვეულებრივი ფერმერების მიმართ რაიმეს კომპენსირება მომხდარიყო, იმ ადამიანების მიმართ, ვისაც მისი ბიზნესი ეფუძნება. ის ამ სფეროში ბიზნესსაც ფლობს და მე იმედი მაქვს, რომ დეკლარაციასაც გამოაქვეყნებს, თუ როგორ არის მისი თანამდებობა მის საქმიანობასთან შეუთავსებელი და როგორ მოახდინა ამ დათქმის აღსრულება და როგორ გავიდა ამ ბიზნესიდან“, – განაცხადა მურთაზ ზოდელავამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42