"ივანიშვილის ხელის ბიჭები აშიშვლებენ და დაუცველად ტოვებენ საქართველოს"- სააკაშვილი "ოცნების" საიმიგრაციო პოლიტიკას აკრიტიკებს (ვიდეო)
პოლიტიკა - 14:20, 10 Sep, 2018     1712

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრებას მოითხოვს, გარდა ვიდეო მიმართვისა სააკაშვილმა სტატუსიც გამოაქვეყნა, სადაც ქვეყანაში არსებულ მიგრაციულ მდგომარეობას და დასაქმების საკითხს განიხილავს:

„2016 წელს 9700 მშენებლობის ნებართვა და შესაბამისად,ბინადრობის დროებითი ნებართვაა გაცემული.

აქედან 20% დასაქმდა დაბალი კვალიფიკაციის სამშენებლო სამუშაოებზე , 20% ავტოტრანსპორტის შემკეთებელი და მექანიკოსად, 11% მმართველ დირექტორებად და მთავარ აღმასრულებელ თანამდებობებზე , 7 % მძღოლებად.

ესე იგი,ეს სტატისტიკა უტყუარად აჩვენებს,რომ ქართველების სამუშაო ადგილები წაიღეს ღარიბმა ირანელებმა,თურქებმა და სხვა უცხოელებმა.მდიდარი ინვესტორების ნაცვლად,

რომელთაც ქართველები უნდა დაესაქმებინათ, მივიღეთ გაღლეტილი მიგრანტები,რომლებიც საკუთარ თავს ძლივს ასაქმებენ

სირიის იდლიბის პროვინციაში ახლა არის ჰუმანიტარული კატასტროფა.შესაძლოა მილიონობით ადამიანს მოუწიოს დევნილობაში წასვლა.მსოფლიოს არცერთი ქვეყანა არაა მზად მათ მისაღებად. საქართველო ამ რეგიონიდან ძალიან ახლოსაა და სრულიად დაუცველი აქვს საზღვრები.“- წერს მიხეილ სააკაშვილი.

ვიდეომიმართვაში სააკაშვილი იმ ადამიანებს პასუხობს, რომელთა ერთი ნაწილი მას ქსენოფობიაში, მეორე ნაწილი კი ქვეყანაში უცხოელების დიდი რაოდენობით შემოყვანაში ადანაშაულებს:

„მინდა განვმარტო ყველასათვის ჩვენი მიგრაციული პოლიტიკის თემა, ერთის მხრივ გამოჩნდა ხალხი, ფსევდოლიბერალები, რომლებიც იძახიან, რომ სააკაშვილს გაუჩნდა ქსენოფობიური ნოტები. მე ამ ხალხს მინდა ვუთხრა, წაიკითხონ კარგად ჯონ მაკკეინის წიგნი, სადაც საქართველოს და მე გვეძღვნება მრავალი გვერდი, სადაც ძალიან მნიშვნელოვან და ძალიან სწორ მსოფლიო პოლიტიკოსს მიაჩნია, რომ მიხეილ სააკაშვილის მთელი პოლიტიკა ეფუძნებოდა ლიბერალურ ფასეულობებს. ამიტომ ნურავინ ნუ დამადანაშაულებს, რომ მე არ ვარ ლიბერალი და არ მაქვს ლიბერალური მიდგომა. არის მეორე ხალხი, რომელიც იძახის, რომ სააკაშვილმა შემოყარა თურქები, ირანელები, გზა გაუხსნა და შემოყარა უცხოელები, ისინიც ტყუიან. მე მართლაც ვაძლევდი მოქალაქეებს თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეებს, უფრო ნაკლებად ირანის მოქალაქეებს, მაგრამ ესენი 99% შემთხვევაში იყვნენ ეთნიკური ქართველები და მე მიმაჩნია, რომ ჩვენ ეთნიკურ ქართველებს, სადაც არ უნდა ცხოვრობდნენ ისინი, რუსეთში, უკრაინაში, ამერიკაში, ირანში თუ თურქეთში, უნდა მივცეთ მოქალაქეობა, თუ ისინი საუბრობენ ქართულად, არიან საქართველოს პატრიოტები და უნდათ ემსახურონ ქვეყანას. ჩვენ ასევე შემოგვყავდა ძალიან მცირე რაოდენობით ბურები, ესენი არიან სამხრეთ აფრიკელი ფერმერები, ძალიან მშრომელი ხალხი, წარმოშობით ჰოლანდიელები, ისინი იწყებდნენ უკვე საქართველოს არმიაში მსახურს, დებდნენ საქართველოს განვითარებაში ფულს და ასეთი ხალხის შემოყვანა ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან სასარგებლო იყო. მაგრამ ეს არის ერთი და მეორეა რაც ახლა ხდება, ახლა არის სრული უკონტროლობა და დაუცველობა. იმის გამო, რომ კორუფცია ყველა დონეზე დაბრუნდა, ძალიან ადვილია, რუსეთის, ირანის, თურქეთის და სხვა ქვეყნების უამრავი მოქალაქისთვის საქართველოში შემოსვლა და როგორც წესი, ესენი არიან ადამიანები, რომელთაც არაფერი საერთო არ აქვთ საქართველოსთან. არ ლაპარაკობენ ქართულად, არ იცნობენ ისტორიას და არანაირი გრძნობა არ აქვთ საქართველოს მიმართ, გარდა ერთისა, რომ მათ ჭირდებათ ადგილი, სადაც თვითონ იშოვიან ფულს. საქმე იმაშია, რომ მსოფლიოს არცერთი წარმატებული ქვეყანა ასე არ აშიშვლებს თავის საზღვრებს. ეს არის სიმართლე. ჩვენ გვჭირდება ისეთი საემიგრაციო პოლიტიკა, რომელიც დაეფუძნება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, რომელიც ერთის მხრივ მოიზიდავს ქვეყანაში ინვესტორებს, რომლებიც დაასაქმებს ქართველებს, მათ უნდა გავუხსნათ გზა. მაგრამ ვიღაცა ჩამოვიდა და დაიკავა ისედაც დაბალანაზღაურებადი ქართული სამუშაო ადგილი და საქართველოს მკვიდრი იძულებული გახდა წასულიყო უცხოეთში, ეს არ არის ის გზა, რომელიც მიგვიყვანს ქვეყნის განვითარებამდე. ამიტომ ჩვენ გვჭირდება შეცვლა იმ ნორმების, რომელიც ითვალისწინებს ბინადრობის მოწმობის ძალიან ადვილად ყიდვას, ჩვენ გვჭირდება ბევრად უფრო მკაცრი კონტროლი საზღვარზე. ახლა სირიაში, იდლიბში მიდის საბრძოლო მოქმედებები, 3 მილიონმა ადამიანმა შეიძლება დამატებით დატოვოს სირია. თურქეთს აღარ უნდა მათი მიღება, თურქეთი დიდი სიამოვნებით გამოატარებს მათ დიდ ნაწილს საქართველოსა და სხვა ქვეყნებისკენ. ჩვენ ამ საფრთხეებზე უნდა გვქონდეს თვალები გახელილი, ჩვენ გვჭირდება სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ხალხი. ჩვენ ახლა არ გვყავს მთავრობა, ქვეყანას არ ყავს ადამიანი და ადამიანების ჯგუფი, ვინც მას უპატრონებს. უბრალოდ გვყავს ერთი ფეოდალის ხელის ბიჭები, ისინი აშიშვლებენ და დაუცველად ტოვებენ საქართველოს. ჩვენ ვეფუძნებით დემოკრატიულ ფასეულობებს, ჩემთვის უცხოა ყველანაირი ქსენოფობია, ყველანაირი ეთნიკური თუ რელიგიური შუღლი, მაგრამ ამავე დროს ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ არ დავიცვათ საქართველოს ინტერესები. საქართველო ჩემთვის ყოველთვის იყო ქვაკუთხედი, მე მინდა მქონდეს ისეთი საქართველო, რომელიც იქნება მდიდარი და საამაყო.“- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.








მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42