„სალომე ზურაბიშვილი, როგორც პუტინის კანდიდატი, ამ ქვეყანაში ვერ უნდა გახდეს საქართველოს პრეზიდენტი“ - ნიკა მაჭუტაძე
პოლიტიკა - 13:13, 10 Sep, 2018     1524
„ძალა ერთობაშიას“ ლიდერი ნიკა მაჭუტაძემ საპრეზიდენტო არჩევნებში სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერის შესახებ მმართველი გუნდის გადაწყვეტილებას ეხმაურება.

„სალომე ზურაბიშვილი, როგორც პუტინის კანდიდატი, ამ ქვეყანაში ვერ უნდა გახდეს საქართველოს პრეზიდენტი“ - თქვა მაჭუტაძემ თემის კომენტირებისას.

„ჩემთვის მთავარია არა ასეთი ელექტორალური ციფრობრივი და რიცხობრივი წინასწარმეტყველებები, არამედ შინაარსები, რომელსაც წარმოადგენს ქალბატონი ზურაბიშვილი საქართველოს საზოგადოებრივი პოლიტიკური სინამდვილის წინაშე. ეს სინამდვილე ნამდვილად არ ითვალისწინებს ქართველი ხალხის სახელმწიფოებრივ და ეროვნულ საჭიროებებსა და ინტერესებს. ქალბატონი ზურაბიშვილი აცდენილია ქართულ სასიცოცხლო აუცილებლობებს, რაც გულისხმობს დეოკუპაციასა და სუვერენიტეტს იმ პროცესების მიმართ, რაც ქვეყანაში უნდა მიმდინარეობდეს, იმ ქვეყანაში, რომელიც ოკუპირებულია.

ეს ქალბატონი არ გახლავთ დამოუკიდებელი კანდიდატი. ის არის ივანიშვილის კანდიდატი, რუსული ნარატივის კანდიდატი, ვინაიდან თავის თავსა და პოლიტიკურ იდენტობას ამხელს იმ ანტისახელმწიფოებრივი განცხადებებით, რომლითაც უკანასკნელი ათი წელიწადია, ხასიათდება. სალომე ზურაბიშვილი, როგორც პუტინის კანდიდატი, ამ ქვეყანაში ვერ უნდა გახდეს საქართველოს პრეზიდენტი“, - განაცხადა ნიკა მაჭუტაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42