„მნიშვნელოვანია, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციები იზრდება ეკონომიკის რეალურ სექტორში“ - ეკატერინე მიქაბაძე
პოლიტიკა - 13:16, 10 Sep, 2018     490

„საქართველოს მთავრობის მნიშვნელოვანი პრიორიტეტია ეკონომიკის რეალურ სექტორში ხარისხობრივი ინვესტიციების მოზიდვა, ინვესტიციების მაღალტექნოლოგიურ დარგებში განხორციელება და ცოდნისა და ტექნოლოგიების ტრანსფერი,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ეკატერინე მიქაბაძემ 2018 წლის მეორე კვარტლის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაჩვენებლის კომენტირებისას.

„საქსტატის“ წინასწარი მონაცემების მიხედვით, 2018 წლის მეორე კვარტალში საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 389.2 მლნ. აშშ დოლარს მიაღწია და წინა წელთან შედარებით 9.4 პროცენტით გაიზარდა, ხოლო 2018 წლის იანვარ-ივნისში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 676.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა.

აღსანიშნავია, რომ საანგარიშო პერიოდში 34.3 პროცენტით გაიზარდა რეინვესტირების მაჩვენებელი და 178.8 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა, ხოლო რეინვესტირების წილმა მთლიან პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში 45.9 პროცენტი შეადგინა და წინა წელთან შედარებით 8.5 პროცენტული პუნქტით გაიზარდა.

„რეინვესტირების ზრდის ტენდენცია კიდევ ერთხელ მიანიშნებს ინვესტორთა ნდობის ზრდაზე, რასაც ხელს უწყობს ქვეყანაში წარმატებით განხორციელებული რეფორმები. რეინვესტირების მოცულობის ზრდას ხელს უწყობს მოგების გადასახადის რეფორმა, რომელიც კერძო სექტორს აძლევს საშუალებას მათი მიღებული მოგება, გადასახადების ნაცვლად, მიმართონ ახალი ინვესტიციების განსახორციელებლად და ბიზნეს-საქმიანობის გასაფართოებლად,” - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ.

2018 წლის მეორე კვარტალში ინვესტიციების მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა ენერგეტიკის სექტორში, სადაც ინვესტიციების მოცულობამ 108.8 მლნ. აშშ.დოლარი შეადგინა. საფინანსო სექტორში ინვესტიციების მოცულობამ 64.1 მლნ. აშშ . დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 3105 პროცენტით (62.1 მლნ. აშშ. დოლარით) აღემატება. დამამუშავებელი მრეწველობის სექტორში ინვესტიციების 21.3 პროცენტიანი ზრდა (3.9 მლნ. აშშ. დოლარით მეტი) დაფიქსირდა და 22.2 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა.

„მნიშვნელოვანია, რომ ინვესტიციების მოცულობა ეკონომიკის რეალურ სექტორში გაიზარდა და ზრდამ 56.8 პროცენტი (66.9 მლნ. აშშ. დოლარი), ხოლო საერთო მოცულობამ 184.6 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა. ეკონომიკის რეალურ სექტორში ინვესტიციების ზრდა ხელს უწყობს ცოდნის და ტექნოლოგიების ტრანსფერს ქვეყანაში, ზრდის პროდუქტიულობის დონეს და პოზიტიურ გავლენას ახდენს ექსპორტისა და დასაქმების ზრდაზე,” - აღნიშნა ეკატერინე მიქაბაძემ.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის განცხადებით, რეინვესტირების და ეკონომიკის რეალურ სექტორში ინვესტიციების ზრდა მიანიშნებს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ხარისხობრივ გაუმჯობესებაზე, რაც სამომავლოდ ეკონომიკურ ზრდაზე პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მნიშვნელოვან პოზიტიურ გავლენას შეუწყობს ხელს. მისი თქმით, მთავრობა აქტიურად მუშაობს საინვესტიციო და ბიზნეს გარემოს კიდევ უფრო გაუმჯობესების, ეკონომიკის სტრუქტურული გაჯანსაღების და კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის ზრდის მიმართულებით.

„მაკროეკონომიკური სტაბილურობა, ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკური რეფორმები, მათ შორის საგადასახადო და მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშემწყობი რეფორმები, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებთან და საგარეო ეკონომიკური კავშირების გაძლიერებასთან ერთად კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ჩვენი ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობის ზრდას,” - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ეკატერინე მიქაბაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42