შაშკინი მეორად ჩარიცხვებზე - სამინისტროს შეეშინდა 14 ათასი აბიტურიენტი რომ ჩაიჭრა
საზოგადოება - 21:15, 29 Aug, 2013     2829

 



როგორც ცნობილია, განათლების სამინისტრო აბიტურიენტს 7 სასურველი უნივერსიტეტის არჩევის უფლებას აძლევდა, გამოცდების შემდეგ იმ აბიტურიენტებს, რომლებმაც გადალახეს ზღვარი, მაგრამ დაბალი ქულების გამო, ვერ მოხვდნენ მითითებულ უნივერსიტეტებში, განაცხადის შევსების უფლება, მეორად ჩარიცხვებზე ეძლეოდათ. აბიტურიენტები, რომლებიც ვერ იღებდნენ გამოცდებში იმ შვიდი უნივერსიტეტის მიერ დადგენილ მინიმალურ ქულას, რომელიც სარეგისტრაციო ბლანკში ჰქონდათ მითითებული, მეორადი ჩარიცხვების შედეგად მიიღებოდნენ იმ უნივერსიტეტში, რომლის მინიმალური ზღვარი მათ ქულებს შეესაბამებოდა და სადაც იყო დარჩენილი თავისუფალი ადგილები. გამომდინარე აქედან, აბიტურიენტი შესაძლოა მომხვდარიყო იმ ფაკულტეტზე, რომლის არჩევის სურვილიც მას არ ჰქონდა.

 

მიმდინარე წელს განათლების სამინისტრომ აღნიშნულ პროექტზე უარი თქვა. სამინისტრომ აბიტურიენტს 20 სასურველი უნივერსიტეტის არჩევის უფლება მეორადი ჩარიცხვების გაუქმების სანაცვლოდ მისცა.

 

როგორც ცნობილია, მიმდინარე წელს, ერთიან ეროვნულ გამოცდებში 14 ათასი სტუდენტი ჩაიჭრა, განათლების სამინისტრომ, აღნიშნული მაღალი მაჩვენებელი არაინფორმირებულობას დააბრალა, გამონაკლისი დაუშვა და მეორადი ჩარიცხვები კვლავ აღადგინა.

 

აღნიშნულ თემაში გარკვევა "ნიუპოსტმა" დიმიტრი შაშკინს სთხოვა:

 

"მეორადი ჩარიცხვები საერთოდ საინტერსო თემაა. როცა მე გავხდი განათლების მინისტრი, აღმოვაჩინე, რომ ბავშვი, რომელიც აბარებს, უთითებს უნივერსიტეტებს, რომლებშიც სურს რომ მოხვდეს, ვერ ხვდება იქ, თუმცა აქვს გადალახული ზღვარი, სადაც არის ადგილები დარჩენილი, იქ ხვდება. ეს თავისთავად არის ცუდი პრაქტიკა, მე მინდა გავხდე ექიმი, ვერ მოვხვდი სამედიცინოზე, მეორე ადგილზე მსურს ეკონომისტობა და ვერ მოვხვდი იქაც და ა.შ. ამის მერე სადღაც უნივესრიტეტში დარჩა ადგილი და იქ შევდივარ იმის გამო, რომ ჩამეთვალოს სტუდენტობაში, ეს უკვე თავისთავად ბევრ შეკითხვას ბადებს.

 

ჩვენ შევცვალეთ ეს პროცედურა, ვთქვით, რომ რატომ უნდა ჰქონდეს აბიტურიენტს შეზღუდული არჩევანი და რატომ უნდა იყოს სამი. დავუშვათ ოცი და ჩაწეროს ის უნივერსიტეტები, სადაც აქვს სურვილი, რომ ისწავლოს. ახალმა ხელისუფლებამ შეცვალა ეს სისტემაც და თქვა, რომ არჩევანი საერთოდ არ გააკეთოთ, ანუ იმის შემდეგ რაც შენ გეცოდინება, რამდენი ქულა მიიღე, აკეთებ არჩევანს. შეკთხვა მაქვს: მეორადი არჩევანი რაღაა?

 

უნივერსიტეტს უნდოდა, რომ სექტემბერში დაეწყო სწავლა და სანამ მეორადი ჩარიცხვები არ მოხდებოდა, ოქტომბრამდე ვერ იწყებდა სწავლას, ეს გრძელდებოდა ოქტომბრის ბოლომდეც.

 

მე ვიყავი მინისტრი და ვერ გავიგე რა არის ეს მეორადი ჩარიცხვა, საიდან გამოჩნდა, რადგან ბავშვმა მიიღო ქულები და ამ ქულების მიხედვით უნდა მოხდეს მისი ჩარიცხვა.

 

მეორადი ჩარიცხვა იყო ცუდი და თავის დროზე ეს გადაწყვეტილება უნივერსიტეტების თხოვნით მივიღე და გავაუქმე.

 

მეორადი ჩარიცხვების დაშვებასთან დაკავშირებით განათლების ყოფილი მინისტრი საკუთარ მოსაზრებას აჟღერებს.

 

მე მაქვს ეჭვი, რომ ერთადერთი, რატომაც შეიძლებოდა დაეშვათ ეს მეორადი ჩარიცხვები, რომ რომელიმე უნივერსიტეტისთვის მიეცათ პოსტფაქტუმ უფლება ბარიერის დაწევის, ეს მაშინ უკვე უკანონობაა, რადგან ბარიერის დაწესება ხდება დეკემბერში - რა იქნება გამსვლელი ქულა, შეიძლება სავარაუოდოდ სამინისტროს შეეშინდა 14 ათასი აბიტურიენტი რომ ჩაიჭრა. თუმცა, მიმინოშვილი იძახის, რომ წინა წლებში იყო მეტი და რომ წელს ყველაზე მეტი რაოდენობა ჩაირიცხა სტუდენტების... ეს არის ტყუილი, კი ბატონო მიიღეს ყველაზე მეტი რაოდენობა სტუდენტების იმის გამო, რომ დაუშვეს გამონაკლისები ექსტერნის გამოცდებზე, მაგრამ ამავე დროს ყველაზე მეტი ჩაიჭრა, ჩემი მინისტრობის პერიოდში ეს ციფრი 7 ათასს არ აღემატებოდა.

 

შეიძლება მითხრათ, რომ მეტი მოვიდა წელს გამოცდებზე და ამიტომაც მეტი ჩაიჭრა, ეს ასე არ არის, აქ მარტივი მათემატიკაა, 10%-ით მეტი გავიდა წელს გამოცდებზე ვიდრე შარშან, შემთხვევის თეორიიდან გამომდინარე, ეს ნიშნავს იმას, რომ 10%-ით მეტი უნდა ჩაჭრილიყო, მაგრამ ჩაიჭრა ორჯერ მეტი", - აღნიშნავს "ნიუპოსტთან" საუბრისას დიმიტრი შაშკინი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42