ზოდელავას თქმით, ხელისუფლებამ დაზარალებულებს მინიმუმ 1500 ლარით მაინც უნდა გადასცეს.
“რეგიონების მოსახლეობა დგას ფიზიკური განადგურების წინაშე. ჩვენ მივმართავთ საქართველოს მთავრობას იმერეთში, აჭარასა და გურიაში არსებული მძიმე მდგომარეობის გამო და ვაძლევთ ორ კვირას რათა იყოს შესწავლული არსებული მდგომარეობა. ბიუჯეტში ნამდვილად არის იმის საშუალება, რათა 1500 ლარით მაინც აუნაზღაურდეთ ზარალი.
ამის სახსრები საქართველოს ბიუჯეტშიც არსებობს და თუნდაც ის ფული, რაც მუნიციპალიტეტებში ბიძინა ივანიშვილის ხეების თრევაში დაიხარჯა, შესაძლებელია, რომ ეს ფული ივანიშვილისთვის მოთხოვნილ იქნას კოლექტიური სარჩელით გამგებლების, მერების, გუბერნატორების მიერ და ამ ფულით მოხდეს ამ ოჯახების კომპენსირება. ამის შეუსრულებლობის შემთხვევაში ჩვენ განვახორციელებთ სპეციალურ პროგრამას, ჩვენ შევალთ ყველა სოფელში, აღვრიცხავთ ყველა დაზარალებულ ოჯახს და ამ საკითხს შევიტანთ გაერთიანებული ოპოზიციის წინასაარჩევნო პროგრამაში და ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ამას განვახორციელებთ" - აღნიშნა მურთაზ ზოდელავამ.
მასალის გამოყენების პირობები






