„ახალი საბაჟო კოდექსი კერძო სექტორითვის საგარეო ვაჭრობასთან დაკავშრებულ დანახარჯებს შეამცირებს“ - ლაშა ხუციშვილი
პოლიტიკა - 13:03, 10 Sep, 2018     595

ახალი საბაჟო კოდექსი კერძო სექტორითვის საგარეო ვაჭრობასთან დაკავშრებულ დანახარჯებს შეამცირებს - აღნიშნა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა ხუციშვილმა ახალი საბაჟო კოდექსის პროექტის პრეზენტაციისას, რომელიც დღეს ფოთის გაფორმების ეკონომიკურ ზონაში გაიმართა.

როგორც მან აღნიშნა, კანონპროექტი ითვალისწინებს მნიშვნელოვან სიახლეებს საბაჟო პროცედურების გამარტივების მიმართულებით, რაც ბიზნესსექტორს დააინტერესებს.

„საქართველოში საბაჟო პოლიტიკა დაფუძნებულია სამ ძირითად პრინციპზე, რომლითაც იგი გამორჩეულია მსოფლიოში და ერთადერთია რეგიონში. ესაა თანამედროვე საბაჟო ინფრასტრუქტურა, მარტივი და სამართლიანი საბაჟო პროცედურები, რომელიც სრულად პასუხობს ევროსტანდარტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და ესაა ციფრული საბაჟოს კონცეფცია, რაც გულისხმობს საბაჟოს ყველა სერვისის ბიზნესისთვის ელექტრონული ფორმით მიწოდების შესაძლებლობას. ახალი საბაჟო კოდექსით, თვისობრივად ახალ საფეხურზე გადადის ბიზნესის და საბაჟო ორგანოს ურთიერთობა. არსებითად მცირდება საბაჟო ორგანოს მაკონტროლებელი ფუნქცია და უფრო მეტად ვითარდება ერთობლივი პარტნიორული ურთიერობები," - აღნიშნა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ.

მისი თქმით, ახალი საბაჟო კოდექსი ქვეყანაში ხელს შეუწყობს მარტივი და სამართლიანი წესების დამკვიდრებას, სტაბილური ბიზნესგარემოს შექმნას, კიდევ უფრო მეტად გამარტივებული საბაჟო პროცედურების დამკვიდრებას, საგარეო ვაჭრობასთან დაკავშირებული დანახარჯების შემცირებას კერძო სექტორისთვის.

„ჩვენ იმედი გვაქვს, რომ კოდექსის საბოლოო მიღებამდე დაგეგმილი საჯარო განხილვების პერიოდში, ბიზნესისგან მოვისმენ წინადადებებსა და მოსაზრებებს, რაც დაგვეხმარება მივიღოთ ისეთი კანონმდებლობა, რომელიც უპასუხებს თანამედროვე ევროპულ სტანდარტებს," - აღნიშნა ლაშა ხუციშვილმა.

დღეს, ახალი საბაჟო კოდექსის პროექტის პრეზენტაცია გაიმართა, რომელზეც ფინანსთა სამინისტრომ ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს პროექტით გათვალისწინებული სიახლეები გააცნო.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42