მესამე სექტორში ფიქრობენ, რომ პროცესი გამჭვირვალე არ არის და მოსამართლეების დანიშვნისას საბჭოს წევრების მოტივაცია კითხვის ნიშნებს ბადებს.
„ინფორმაციის მოძიება კანდიდატების შესახებ საბჭომ განახორციელოს უფრო სრულყოფილად, რაც მისცემს საბჭოს შესაძლებლობას რომ ეს ინფორმაცია, შემდგომ არგუმენტაციისთვის გამოიყენონ დანიშვნების პროცესში.
რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, საბჭომ, საბჭოს თითოეულმა წევრმა, უნდა უზრუნველყოს, კანდიდატების შეფასების პროცესში თავიანთი შეფასების დასაბუთება“- განაცხადა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელმა ეკატერინე ციმაკურიძემ.
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი, თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი მიქაუტაძე ამბობს, რომ თუ იქნება მისაღები რეკომენდაციები საბჭო იმსჯელებს.
„თუ შესაძლებელი იქნება კიდევ უფრო უკეთესობისკენ შეცვლა და მეტად დასაბუთებული გადაწყვეტილებების მიღება, რა თქმა უნდა, ამას საბჭო მხარს დაუჭერს და აუცილებლად გაითვალისწინებს“-ამბობს მიქაუტაძე.
მასალის გამოყენების პირობები






