საგარეო უწყება საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს დატოვონ სირია
საზოგადოება - 20:48, 29 Aug, 2013     1209

საკონსულო აღრიცხვაზე მყოფთაგან ბოლო ორმა ოჯახმა, საელჩოს დახმარებით, უკანასკნელი დღეების განმავლობაში უკვე დატოვა ქვეყანა.

 

„დღეს ცნობილი გახდა, რომ დამასკოში ჯერ კიდევ იმყოფება საქართველოს 22-მდე მოქალაქე, რომლებიც იქ კერძო საქმიანობით არიან დაკავებული. საგარეო საქმეთა სამინისტროს მუდმივი კონტაქტი აქვს მათთან და ცდილობს მოიპოვოს ზუსტი ინფორმაცია თუ ვის სურს სირიიდან გამომგზავრება. სამწუხაროდ, უნდა აღინიშნოს, რომ ამ დრომდე ჯგუფის ყველა წევრს შორის არ არის მიღწეული თანხმობა ქვეყნის დატოვების შესახებ. ამ ეტაპზე, სამინისტრო მუშაობს ინტენსიურ რეჟიმში, მათ შორის მეგობარ პარტნიორ სახელმწიფოებთან, რათა მოხერხდეს დამასკოდან საქართველოს მოქალაქეების გამოყვანის უსაფრთხო მარშრუტის შერჩევა და მოქალაქეებისთვის შეთავაზება. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, აღნიშნული მთელ რიგ სირთულეებთან არის დაკავშირებული, თუმცა ყველა ღონეს ვიხმართ რათა მოხერხდეს მოქალაქეთა უსაფრთხოდ გამოყვანა. აღსანიშნავია, რომ ამ მოქალაქეებს 2011 წლიდან მოყოლებული ეძლეოდათ რჩევა დაეტოვებინათ სირია, თუმცა სამწუხაროდ, მათ გამგზავრების გადაწყვეტილება არ მიიღეს", - განაცხადა ინგა კიკვიძემ. აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ რეკომენდაციას უწევს სირიაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, დატოვონ სირიის ტერიტორია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42