„არ დავუშვებთ, რომ თავისუფლების სივრცე იყოს ლიკვიდირებული“ – „ძალა ერთობაშია“ ტელეკომპანია „იბერიას“ სოლიდარობას უცხადებს
პოლიტიკა - 12:25, 10 Sep, 2018     993
გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშიას“ წევრმა ნიკა მაჭუტაძემ, დღეს მედიაგარემოს წინააღმდეგ მიმდინარე მოვლენებთან დაკავშრებით საგანგებო განცხადება გააკეთა.

მაჭუტაძემ გაერთიანებული ოპოზიციის სახელით ტელეკომპანია „იბერიას“ წინააღმდეგ მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრა:

„ჩვენ ძალიან კარგად ვხედავთ იმ სახელისუფლებო ტერორს, სახელისუფლებო რეპრესიებს, რომელიც მიმდინარეობს თავისუფალი, დამოუკიდებელი მედიაორგანიზაციების წინააღმდეგ და რომელიც მიმართულია ამ ქვეყანაში სიტყვის თავისუფლების მოშლისათვის. ჩვენ, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეები და ქვეყნის მთავარი პოლიტიკური ცენტრი, კატეგორიულად ვგმობთ ამ სახელიუფლებო რეპრესიებს და ვაცხადებთ, რომ ჩვენ, ქართული საზოგფადოება, ქართული პოლიტიკური სპექტრი არავის დავუთმობთ უმთავრეს მონაპოვარს, ქართველი ხალხის უმთავრეს მონაპოვარს, ეს არის სიტყვის თავისუფლება, ეს არის სამოქალაქო უფლებები და თავისუფლებები. ჩვენ ამ შემთხვევაში არ ვიბრძვით მხოლოდ ერთი მედიასაშალების დასაცავად, ჩვენი დაცვა ტელეკომპანია „იბერიისა“, არის არამხოლოდ ერთი მედიასაშუალების დაცვა, არამედ მთელი ქართული დემოკრატიის, თავისუფლების და სახელმწიფოებრიობის გამოსარჩლებაც. ქვეყანაში ძალა კი არ უნდა იყოს კანონი, არამედ კანონი უნდა იყოს ძალა, ეს არაკანონიერი, ანდიადამიანური, ანტიზნეობრივი და ანტისახელმწიფოებრივი ქმედებები, რომელიც მიმდინარეობს დამოუკიდებელი მედიაორგანიზაციების წინააღმდეგ და ჩვენ კარგად გვახსოვს რუსთავი 2-ის ქეისი, საბედნიეროდ ევროპის პოლიტიკური და სამართლებრივი ინსტიტუტების მეოხებით და დახმარებით ხელისუფლებამ ვერ მოახერხა „რუსთავი 2“-ის წაღება და შემდეგ უკვე მიადგა ტელეკომპანია „იბერიას“, როგორც განსაკუთრებული და თავისუფალი სივრცის შემქმნელს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ სინამდვილეში. სივრცისა, სადაც ისმის ყველა პოლიტიკური და სოციალური ჯგუფის ხმა, ჩვენთვის მნიშნელოვანია ტელეკომპანია „იბერიას“ და ყველა მედიასაშუალების სუვერენულობის უზრუნველყოფა და მისი დაცვა, შესაბამისად მოვუწოდებთ ქართულ საზოგადოებას გავაკეთოთ ყველაფერი, რათა არ დავუშვათ ამ მედიასაშალების უზურპაციას ხელისუფლების მხრიდან, ჩვენ არ დავუშვებთ იმას, რომ თავისუფლების სივრცე და პროცესი იყოს ლიკვიდირებული, განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდში“, - განაცხადა ნიკა მაჭუტაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42