წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2018 წლის II კვარტალში 389.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა
პოლიტიკა - 11:45, 10 Sep, 2018     2374
წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2018 წლის II კვარტალში 389.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2017 წლის II კვარტალის დაზუსტებულ მონაცემებს 9.4 პროცენტით აღემატება. აქვე აღსანიშნავია, რომ საწარმოებიდან მიღებული განახლებული მონაცემების საფუძველზე საქსტატმა დააზუსტა 2017 წლის (რომლის შედეგადაც გამოქვეყნებული მაჩვენებელი გაიზარდა 0.3 პროცენტით) და 2018 წლის I კვარტალის (მაჩვენებელი შემცირდა 0.1 პროცენტით) მონაცემები. ქვემოთ მოცემული დიაგრამა ასახავს საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების დინამიკას 2016-2018 წლებში, კვარტალურ ჭრილში.

ცხრილი #1. პირდაპირი უცხოური ინვესტიციების დინამიკა საქართველოში (მლნ. აშშ დოლარი)
ცხრილი #2. პირდაპირი უცხოური ინვესტიციები კომპონენტების მიხედვით 2016-2018 წლებში (მლნ. აშშ დოლარი)
*2016 წლის I კვარტალში ადგილი ჰქონდა სესხის კაპიტალიზაციას. აღნიშნული ოპერაცია თანაბრად არის ასახული სავალო ვალდებულებების შემცირების და სააქციო კაპიტალის ზრდის მიმართულებით. ^ რეინვესტიცია - სხვაობა მოგება-ზარალსა და დივიდენდებს შორის. ^^ სავალო ვალდებულებებში აისახება სავაჭრო კრედიტები და სესხები. როგორც ცხრილიდან (ცხრილი №2) ჩანს, 2018 წლის II კვარტალში რეინვესტიციის წილმა მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 45.9 პროცენტი შეადგინა.
ცხრილი#3. ძირითადი პირდაპირი ინვესტორი ქვეყნები საქართველოში 2018 წლის II კვარტალში
2018 წლის II კვარტალში უმსხვილესი პირდაპირი ინვესტორი ქვეყნების პროცენტულ სტრუქტურას გვიჩვენებს სტრუქტურული დიაგრამა №2, რომლის მიხედვით პირველ ადგილზეა აზერბაიჯანი - 20.7 პროცენტით, მეორე ადგილზეა ჩეხეთი - 20.0 პროცენტით, ხოლო მესამეზე ნიდერლანდი - 16.8 პროცენტით.
პირდაპირი უცხოური ინვესტიციების განაწილება 2018 წლის II კვარტალის მიხედვით ეკონომიკის სექტორების ჭრილში მოცემულია ცხრილში №4:
ცხრილი#4. პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ეკონომიკის სექტორების მიხედვით 2016-2018 წლებში (მლნ. აშშ დოლარი)

სამი უმსხვილესი სექტორის წილმა (განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით) 2018 წლის II კვარტალში 64.2 პროცენტი შეადგინა. ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ენერგეტიკის სექტორში განხორციელდა და 108.8 მლნ. აშშ დოლარს მიაღწია, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 28.0 პროცენტია. მეორე ადგილზე იმყოფება ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სექტორი 77.0 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამეზე - საფინანსო სექტორი 64.1 მლნ. აშშ დოლარით. ეკონომიკის სექტორების მიხედვით 2018 წლის II კვარტალში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების პროცენტული განაწილება მოცემულია დიაგრამაზე №3:
უმსხვილესი პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ეკონომიკის სექტორების მიხედვით 2018* წლის II კვარტალში
წყარო

1. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (სტატისტიკური გამოკვლევა “საგარეო ეკონომიკური საქმიანობის შესახებ”); 2. საქართველოს ეროვნული ბანკი; 3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო; 4. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო.
გამოყენებული პირობითი აღნიშვნა:
0.0 მაჩვენებლის სიდიდე უმნიშვნელოა.საფინანსო სექტორი 28 კავშირგაბმულობა ტრანსპორტი და 20179818G ენერგეტიკა უძრავი ქონება დანარჩენი სექტორები მშენებლობა 28.0% 19.8% 16.5% 8.8% 19.4% 7.5% უმსხვილესი პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ეკონომიკის სექტორების მიხედვით 2018* წლის II კვარტალში.
განმარტება: ინვესტორის მიმართ ვალდებულების შემცირებაში იგულისხმება დივიდენდების გაცემა, სავაჭრო კრედიტის დავალიანების დაფარვა, სესხისა და პროცენტის თანხის გადახდა.
შენიშვნა: ცალკეულ შემთხვევებში მცირე განსხვავება საბოლოო შედეგსა და შესაკრებთა ჯამს შორის აიხსნება მონაცემთა დამრგვალებით;
მონაცემების კორექტირება ხორციელდება საქსტატის მიერ შემუშავებული სტატისტიკური ინფორმაციის გადასინჯვის პოლიტიკის შესაბამისად (რეგულარული გადასინჯვის პრინციპის საფუძველზე) რესპონდენტების/ადმინისტრაციული წყაროების მიერ მონაცემების დაზუსტების შედეგად. 2018 წლის მარტიდან (სსფ-ის რეკომენდაციის შესაბამისად) საქსტატმა დაიწყო საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მდგომარეობის ამსახველი სტატისტიკის გამოქვეყნება ინტეგრირებული ფორმატით, რაც საშუალებას აძლევს ეკონომიკურ სუბიექტებს, რეგულარულად მიაწოდონ საქსტატს დაზუსტებული ინფორმაცია. საქსტატი, თავის მხრივ, იყენებს აღნიშნულ შესაძლებლობას და მუდმივად ახორციელებს მონაცემთა განახლებას სტატისტიკური ინფორმაციის ხარისხის ამაღლების მიზნით. 2018 წლის დაზუსტებული მონაცემები გამოქვეყნდება 2019 წლის 15 აგვისტოს, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს წინა პერიოდების მონაცემების ცვლილება




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42