ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ ზურაბიშვილს გამარკვების შანსი არ აქვს, თუ ეს არჩევნები ტოტალურად გაყალბდება.
„რაღაც უნიჭო თამაში, რომ თითქოს დამოუკიდებელ კანდიდატს ეძებდა ეს არის ძალიან არასერიოზული, მათ არ უნდოდათ ქართული ოცნების სახელით გამოსვლა, რადგან ეს არის გაკოტრებული პარტია. თუ არ მოხდა ტოტალური გაყალბება ამ კანდიდატის შანსი არის მინიმალური “-ამბობს პარლამენტის ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე რომან გოცირიძე.
საპარლამენტო უმცირესობის წევრი, ოთარ კახიძე აღნიშნავს, რომ სალომე ზურაბიშვილის განცხადებები სახელმწიფოებრივ ინტერესებს ეწინააღმდეგება.
„ქალბატონი სალომეს არჩევა პრეზიდენტის პოსტზე საქართველოს საგარეო ურთიერთობებში უკიდურესად დამაზიანებელი იქნება ჩვენთვის. ვინაიდან, მას რა პოზიციების უჭირავს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებულ საკითხებზე ის პირდაპირ ეწინააღმდეგება ჩვენს სახელმწიფოებრივ ინტერესებს“-ამბიბს პარლამენტის ფრაქცია ”ევროპული საქართველოს” თავმჯდომარე ოთარ კახიძე.
„ქართულ ოცნებაში“ ფიქრობენ, რომ ზურაბიშვილი პრეზიდენტის პოსტზე შესაფერისი კანდიდატურაა.
"გამოცდილებით, პირადი თვისებებითაც შეძლებს იყოს საქართველოს ისტორიაში პირველი მიუკერძოებელი და ზეპარტიული პრეზიდენტი,რომელიც მათ შორის, თავის დიპლომატიურ გამოცდილებას მოახმარს ქვეყნის სამსახურს და იმედი გვაქვს, რომ საქართველოს მოსახლეობაც მას დაუჭერს მხარს“-აცხადევს საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






