სალომე ზურაბიშვილის ამბობს, რომ ის „ქართული ოცნების“ მხარდაჭერას ელოდა.
„გამართლდა მოლოდინი, ძალიან გახარებული ვარ ამ საღამოს, ასევე ვარ მადლიერი ამ მხარდაჭერისთვის, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი და მე მგონი, რომ ეს არის ძალიან დადებითი გადაწყვეტილება, დადებითი ცხადია, ჩემთვის. მმართველი პარტიისთვისაც, მე მგონი, რომ ეს არის სწორი და დემოკრატიული გადაწყვეტილება და მე მგონი, ეს არის ქვეყნისთვის ძალიან სწორი გადაწყვეტილება და უკვე ამ დღიდან ველოდები გამარჯვებას,“ - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
"ქართულმა ოცნებამ" დამოუკიდებელ კანდიდატად დარეგისტრირებულ სალომე ზურაბიშვილს მხარდაჭერა დღეს ღიად გამოუცხადა. გადაწყეტილება პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების ემდეგ პარლალმენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ გაახმოვანა და აღნიშნა, რომ მმართველი პარტია დარწმუნებულია, რომ სალომე ზურაბიშვილი პირველივე ტურში გაიმარჯვებს.
მასალის გამოყენების პირობები






