„სანდო, სამართლიანი სასამართლო სისტემის ჩამოყალიბება არის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი საქართველოს განვითარებისთვის. სამწუხაროდ, დღეს ქვეყანაში ბევრი პრობლემა გვაქვს, ისეთი, როგორიცაა ადამიანის უფლებები, პოლიტიკური ანგარიშსწორება, ეკონომიკური განვითარების მაჩვენებელი, ინვესტიციების ნაკლებობა თუ გაჭირვება. ყველაფერი ეს, მათ შორის გამოწვეულიასასამართლოს დამოუკიდებლობას და თავისუფალი, სანდო, სამართლიანი სასამართლო სისტემის არარსებობით.
სამწუხაროდ, საქართველომ დამოუკიდებლობის 25 წლიანი ისტორიის მანძილზე ვერა და ვერ შეძლო სამართლიანი სასამართლო სისტემის ჩამოყალიბება და რაც ყველაზე საგანგაშოა, ბოლო წლებში უკიდურესად დაეცა მართლმსაჯულების სისტემის მიმართ ნდობა.
NDI-ს გამოკითხვებით, 14%-მდე არის შემცირებული ნდობა სასამართლო სისტემის მიმართ. ეს არის ერთ-ერთი დაბალი მაჩვეებელი. შესაბამისად, გამოსავალი ერთადერთია, ჩვენ გვჭირდება კომპლექსური, ახალითაობის მიდგომები და რეფორმები სასამართლო სისტემაში.
სწორედ ამიტომ, ჩვენს პროფესიონალების გუნდთან ერთად, შევქმენით მექანიზმი, რომელიც რამდენიმე მნიშვნელოვან პრინციპზეა დაფუძნებული: პირველი - რა თქმა უნდა, სამართლიანი სასამართლოს უფლებაა, მეორე - ნდობა საზოგადოებისგან და მესამე - პოლიტიკური გავლენებისგან თავისუფალი ინსტიტუციის ჩამოყალიბება, რომელიც, საბოლოო ჯამში, მიგვიყვანს სწორედ იმ თანამედროვე დასავლურ ნიშნულამდე, რომელიც ყველა დემოკრატიულ სახელმწიფოს უნდა გააჩნდეს.
სასამართლო სისტემის მექანიზმი უნდა უზრუნველყოფდეს და გარანტიას იძლეოდეს, რომ ვერცერთი პოლიტიკური ძალა, ვერცერთი პოლიტიკოსი თუ ადამიანი ვერ შეძლებს მანიპულაციას და ვერ მოახდენს ზეწოლას სასამართლო გადაწყვეტილებებზე.
სწორედ ამიტომ, ჩვენ გვაქვს რამდენიმე კონკრეტული ინიციატივა.
პირველი - უცხოელი მოსამართლეების გამოყენების პრაქტიკა სასამართლო სისტემაში. აუცილებელია, რომ სააპელაციო დონეზე, სამოქალაქო და სისხლის სამართლის საქმეები, რომელიც პოლიტიკურ საკითხებს ან პოლიტიკური თანამდებობის პირებს ეხება, იხილებოდეს სამი მოსამართლის მიერ, რომელთაგან ორი აუცილებლად იქნება უცხოელი. აქვე, უნდა განიხილებოდეს მილიონიანი ან მეტითანხის ბიზნეს დავებიც.
უცხოელი მოსამართლეები უნდა იყვნენ ის პირები, რომელთაც მაღალი ნდომა აქვთ საერთაშორისო ასპარეზზე, მოსამართლეები, რომლებიც დღეს ლონდონის, პარიზის, ავსტრიის, ვენის, სტოკჰოლმის საარბიტრაჟო სასამართლოებში მუშაობენ და რომლის მოსყიდვაც მილიარდიანი ბრუნვის მქონე კომპანიებისთვისაც შეუძლებელია. სწორედ ამ ადამიანებთან უნდა გავაფორმოთ ხელშეკრულებები. ასეთ შემთხვევაში, ჩვენ მივიღებთ მიუკერძოებელ გარემოს.
იმისათვის, რომ დავწიოთ პოლიტიკური ტურბულენცია და დავასრულოთ ანგარიშსწორების ეპოქა, აუცილებელია სისტემა, რომელიც იქნება უცხოელი მოსამართლეებით გარანტირებული. დიახაც, იმისთვის, რომ საქართველოში დასრულდეს პოლიტიკური ანგარიშსწორება, გამოვდივართ ინიციატივით, ყველა პოლიტიკოსთან ან პოლიტიკასთან დაკავშირებული საქმე განიხილონ უცხოელმა მოსამართლეებმა, რომლებსაც ექნებათ მაღალი რანგის ნდობა ქვეყანაში." - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






