„ძალიან არასწორი მიდგომა არის, როდესაც ბიზნესმენები თავიათ ფინანსური პრობლემებს ნათლავენ ხელისუფლების მხრიდან ზეწოლად და მგონი, ამასთან გვაქვს საქმე. თქვენს მფლობელებს, პარტნიორებს თუ აქვთ რაღაც ფინანსური პრობლემები, მგონი ისევე უნდა მოიქცნენ, როგორც სხვა ბიზნესი იქცევა და ბოროტად არ გამოიყენონ ის, რომ კავშირი აქვთ რაღაც მედია საშუალებასთან, მგონი ბოროტად გამოყენებას უფრო აქვს ამ შემთხვევაში ადგილი. გადასახადები უნდა გადაიხადონ კომპანიებმა და მეწილეებმა ერთმანეთთან ურთიერთობები უნდა გაარკვიონ სახელმწიფოს ჩარევის გარეშე,“ - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
ტელეკომპანია „იბერია“ მაუწყებლობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდა.
არხის ხელმძღვანელობა ხელისუფლებას ზეწოლაში ადანაშაულბეს. ტელეკომპანიის მფლობელი ნატო ჩხაიძე აცხადებდა, რომ კომპანიის ფინანსური პრობლემების მოგვარების მიზნით, ხელისუფლება მათ წილების დათმობას სთავაზობდა.
ამას გარდა, გავრცელდა სკანდალური აუდიო ჩანაწერი, სადაც ტელეკომპანია „იბერიასა“ და „ომეგა ჯგუფზე“ ზეწოლის საქმეში სპორტისა და ახალაგზრდობის ყოფილი მინისტრი, ლევან ყიფიანი ფიგურირებს.
მასალის გამოყენების პირობები






