„ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატი, დავით ბაქრაძე ბაღდათის რაიონის სოფელ ობჩაში მოსახლეობასთან ჩავიდა.
ადგილობრივები მძიმე ეკონომიკურ და სოციალურ ფონს უჩივიან და პრეზიდენტობის კანდიდატთან საუბარში ამბობენ, რომ მათი ერთადერთი შემოსავალი უცხოეთში სამუშაოდ წასული ოჯახის წევრების მიერ გამოგზავნილი თანხაა.
„პრეზიდენტის ამოცანაა და პრეზიდენტი ვალდებულია, მიხედოს თანამემამულეებს, რომლებიც დღეს არალეგალებად მუშაობენ უცხოეთში. ამიტომ, ჩემი საპრეზიდენტო პროგრამის ერთერთი დაპირებაა, მივაღწიოთ უცხოეთის შრომითი ბაზრის გახსნას, მივაღწიოთ ლეგალურ სტატუსს დღეს უცხოეთში მყოფი ჩვენი თანამემამულეებისთვის, რაც ნიშნავს მათთვის უფრო მაღალ ხელფასს, რაც ნიშნავს სამედიცინო დაცვას და დაზღვევას და რაც ნიშნავს დეპორტის საფრთხის მოხსნას,“ - განაცხადა დავით ბაქრაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






