გაერთიანებული ოპოზიციის "ძალა ერთობაშიას" საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე საჩხერეში იმყოფებოდა, სადაც ადგილობრივებს შეხვდა და მათ პრობლემებს გაეცნო.
"მოსახლეობა, სხვა რეგიონების მსგავსად, აქაც ივანიშვილოს ხელისუფლებისგან მოტყუებული და მიტოვებულია. ისინი თანადგომას ითხოვენ" - გრიგოლ ვაშაძემ მათ დახმარება აღუთქვა და საარჩევნო პროგრამის ის ნაწილი გააცნო, რომელიც ხელფასების, პენსიის ზრდას ითვალისწინებს.
"ხელისუფლებაში მოსვლისთანავე მოძრაობა "ძალა ერთობაშია" გაზრდის პენსიას 400 ლარამდე, მასწავლებლის ხელფასს - 1000 ლარამდე, პოლიციელის ხელფასს - 2000 ლარამდე. ჩვენ გამოვაცხადებთ ორწლიან მორატორიუმს უსამართლო საბანკო თუ მიკროსაფინანსო ორგანიზაციების კრედიტების გადახდაზე და ყველა ვალი დაანგარიშდება 2012 წელს არსებულილარის კურსით (1.66)" - განაცხადა ვაშაძემ.



მასალის გამოყენების პირობები






