თუმცა, სხვა ვერსიით, ავტოავარია არ იყო შემთხვევითი, არამედ დაგეგმილი ტერაქტი, რომელიც საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. პრეზიდენტის რაულ ხაჯიმბას წინააღმდეგ იყო მიმართული - სამთავრობო ესკორტში პირველი მანქანა რაულ ხაჯიმბასი უნდა ყოფილიყო, მაგრამ გაურკვეველი მიზეზების გამო, წინ გარგულიას მანქანა აღმოჩნდა.
აღსანიშნავია, რომ ავტოავარიის შემდეგ, ხაჯიმბა სასწრაფოდ რუსეთის ტერიტორიაზე, კერძოდ სოჭში გადაიყვანეს.
სავარაუდო ტერაქტის მიზეზად ის უკმაყოფილება სახელდება, რომელიც აფხაზურ მოსახლეობაში ხაჯიმბას წინააღმდეგ უფრო და უფრო იზრდება.
ოპოზიციური ძალები და მოსახლეობის ერთი ნაწილი აცხადებს, რომ გარდა გაუსაძლისი სოციალ-ეკონომიკური და კრიმინალური სიტუაციისა, აფხაზეთი ფაქტობრივად რუსეთის კოლონიად იქცა. ყველა სასტუმრო და ქართველების მიერ მიტოვებულ სახლებს რუსი ოკუპანტები ყიდულობენ. ადგილობრივ მოსახლეობას ფაქტობრივად განვითარების ყველა საშუალება აქვთ წართმეული. ყოველივე ამის გამო, აფხაზებს აღარ სურთ, რომ მათ ხაჯიმბა ხელმძღვანელობდეს და არ არის გამორიცხული, რომ სწორედ ამიტომ მოეწყო თავდასხმა სამთავრობო ესკოტზე.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ პირველივე განცხადებაში ხაჯიმბამ თავად ახსენა ტერაქტი და ეს ვერსია კატეგორიულად უარყო.
"მე თავად ვიყავი კოლონაში და ავტოავარიის მოწმე გავხდი. ეს ავტოავარია იყო და არა ტერაქტი“, - განაცხადა ხაჯიმბამ.
მასალის გამოყენების პირობები






