ყველაფერი, რაც სპორტისგან შორს არის, გვერდზე უნდა გადავდოთ - კახა კალაძე
პოლიტიკა - 11:09, 09 Sep, 2018     879

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ფეხბურთის გულშემატკივრებს 9 სექტემბერს, საქართველო-ლატვიას შორის გასამართ თამაშზე, საქართველოს ეროვნული ნაკრების მხარდაჭერისკენ მოუწოდა. ამის შესახებ მან სპეციალური მიმართვა სოციალური ქსელში გაავრცელა.

„ხვალ ჩვენი ნაკრებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, რადგან სასურველი შედეგით ჩატარებული მატჩი ევროპის ჩემპიონატზე წარმატებული სტარტის საწინდარი შეიძლება გახდეს. თუ გვინდა ეს წარმატება, თუ გულწრფელად ვგულშემატკივრობთ ჩვენს ფეხბურთს, ყველაფერი გვერდზე უნდა გადავდოთ, სამოქალაქო, პოლიტიკური პოზიცია, კონფრონტაციის თუ პროვოკაციის სურვილი, ყველაფერი ის, რაც სპორტისგან შორს არის და არეულობის, სირცხვილის მომტანია. ჩვენ უნდა დავანახოთ საფეხბურთო საზოგადოებას, მთელ მსოფლიოს ჩვენი ერთობა, ქვეყნის ეროვნული ნაკრების ღირსეული გულშემატკივრობა, ჩავიცვათ ნაკრების მაისურები, ავაფრიალოთ საქართველოს ეროვნული დროშა და გუნდის გულშემატკივრობისას გულწრფელები ვიყოთ. მგონია, რომ არავის ეპატიება და არც არავინ უნდა იკადროს პირადი და საერთო აურიოს ერთმანეთში. პირიქით, დავანახოთ მსოფლიოს არა ერთმანეთისგან გაუცხოება და შუღლი, არამედ ერთად დგომა და გულწრფელი ქომაგობა“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

ამასთან, კახა კალაძემ საქართველოს ნაკრებს დღევანდელ მატჩში გამარჯვება უსურვა.

„მინდა წარმატება ვუსურვო საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ხვალინდელ მატჩში და მე დარწმუნებული ვარ, რომ ერთად დგომით, ერთიანი ძალისხმევით, ნაკრები, გულშემატკივარი, სრულიად საქართველო, ხვალ იმ დიდ გამარჯვებას ვიზეიმებთ, რომელიც შეიძლება იყოს საწინდარი ევროპის ჩემიონატზე ჩევნი მოხვედრისა. მგონია, რომ ხვალ თამაშზე ბევრი ადამიანი მოვა და ნაკრებს ერთად ვუგულშემატკივრებთ. ხვალინდელ შეხვედრაში აუცილებლად გავიმარჯვებთ“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

უეფას ახალი ტურნირის „ერთა ლიგის“ ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს ეროვნული ნაკრები ლატვიას დაუპირისპირდება. შეხვედრა ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე, 20:00 საათზე დაიწყება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42