პარლამენტის თავმჯდომარე ფიქრობს, რომ ხორავას ქუჩის საქმის სათანადოდ გახსნა ვერ მოხერხდა.
"სამწუხაროდ, ამ რეალობაში ობიექტურ გარემოებათა გამო, ხორავას ქუჩის საქმის სათანადოდ გახსნა ვერ მოხერხდა"- თქვა კობახიძემ "იმედის" ჟურნალისტის საპასუხოდ, რომელის კითხვა მკვლელობაში მონაწილე ყველა პირის იდენტიფიცირებას უკავშირდებოდა.
„ხორავას ქუჩის საქმეში ობიექტური პრობლემა არსებობდა და ამაზე გვქონდა საუბარი შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და პროკურატურასთან. არ თანამშრომლობენ კონკრეტული პირები გამოძიებასთან. ის დრო წავიდა, როდესაც თქვენ იცით რა მეთოდებითაც ხდებოდა ჩვენებების მიღება ადამიანებისგან. რა თქმა უნდა, მინუსები აქვს იმას, რომ ჩვენების მიღებისათვის უხეშ მეთოდებს არ ვიყენებთ, მაგრამ ჩვენი მთავარი მიღწევა ის არის, რომ ადამიანის უფლებები არის დაცული. სამწუხაროდ, ამ რეალობაში ობიექტურ გარემოებათა გამო ვერ მოხერხდა საქმის სათანადოდ გახსნა. ეს არის სამწუხარო რეალობა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






