7 სექტემბერს, საღამოს, ნიუ-იორკში ჩაფრინდა თვითმფრინავი, რომელშიც იმყოფებოდა რუსეთის მოქალაქე ანდრეი ტიურინი, რომელიც საქართველომ ამერიკის საიდუმლო სამსახურის, FBI-ისა და გენერალური პროკურატურის მოთხოვნით აშშ-ს გადასცა.
როგორც ცნობილია, ტიურინს ბრალად ედება მასშტაბურ ჰაკერულ დაჯგუფებაში მონაწილეობა, რომელმაც უკანონოდ მოიპოვა ამერიკული ფინანსური ორგანიზაციების 100 მილიონზე მეტი მომხმარებლის პერსონალურიმონაცემები.
აშშ-ის პროკურატურა თვლის, რომ ტიურინი, რომლის ვინაობაც საქმის მასალებში 7 სექტემბრამდე გასაიდუმლოებული იყო, ჰაკერული დაჯგუფების მთავარი ჰაკერის ფუნქციას ასრულებდა. მან შეაღწია აშშ-ის 12 საფინანსო ორგანიზაციასა და კომპანიის კომპიუტერულ რესურსებში და უკანონოდ მოიპოვა 100 მილიონამდე მომხმარებლისპერსონალური მონაცემები. და ისინი ჰაკერულ დაჯგუფებას გადასცა.
ამ საქმეში მასთან ერთად ფიგურირებს დაჯგუფების ლიდერი, საქართველოს პარლამენტის წევრის შოთაშალელიშვილის შვილი, ისრაელის მოქალაქე გერი შალონი (რომელიც ასევე ცნობილია, როგორცე გარი შალელიშვილი, გაბრიელი, გაბი, ფილიპ მუსე და კრისტოფერ ენგჰემი) ამერიკელი ჯოშუა აარონი (იგივე მაიკ შილდსი, რომელიც ხან ისრაელში, ხან აშშ-ში და ხან რუსეთში ცხოვრობდა) და ისრაელის მოქალაქე ზიბ ორენსტაინი (იგივე ავინ სტაინი და ჯონ ავერი).
აარონი, ჯგუფის გამჟღავნების შემდეგ, რუსეთში იმალებოდა, თუმცა შემდეგ აშშ-ი ჩავიდა და პოლიციას ჩაბარდა.
სამივე მათგანი გამოძიებასთან თანამშრომლობს.
2015 წლის ივლისშივე დააპატიმრეს ამერიკელი ენტონი მურჯიო, რომელსაც შალონთან ერთად ბრალი ედება ფლორიდაში ბიტკოინების იატაკქვეშა ბირჟის Coin.mx-ის ხელმძღვანელობა.ამ ბირჟის მეშვეობით, დანაშაულებრივი დაჯგუფება ფულს ათეთრებდა. მურჯიოს 66 თვე წინასწარი პატიმრობა მიუსაჯეს. 2017 წელს ამ ბირჟასტან კავშირის გამო დააკავეს კომპიუტერის სპეციალისტი იური ლებედევი, რომელიც რუსეთშია დაბადებული, და აშშ-ში 16 წლის ასაკში მოხვდა. მას მხოლოდ 16 თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს, რადგან იგი მხოლოდ დავალებას ასრულებდა და დაჯგუფებას არ ხელმძღვანელობდა.
მართალია პროკურატურა დაზარალებულ კომპანიებს არ ასახელებს, მაგრამ მედიისთვის ზოგიერთი მათგანის დასახელება მაინც გახდა ცნობილი. მათ შორისაა ნიუ-იორკის JPMorgan Chase-ი, რომელიც ანაბრების მიხედვით აშშის ყველაზე დიდი ბანკია, ასევე Scottrade Financial Services Inc., Dow Jones და E-Trade Financial Services Corp, G2 Web Services LLC. ეს უკანასკნელი დაკავებულია სპამპროგრამებთან ბრძოლითა და ავლენს იმ ბანკებს (ძირითადად აზიის ქვეყნებიდან), რომლებიც ახორციელებენ სპამერების მიერ დარეკლამებულ საქონელთან დაკავშირებულ გადახდებს, რის შემდეგადაც Visa და MasterCard-ი მათ ჯარიმებს აკისრებს. შალონის დაჯგუფება, უკანონოდ მოპოვებული ინფორმაციების მეშვეობით G2 Web Services LLC -ის მონიტორინგს ახორციელებდა, რათა დაჯგუფების სპამი გადაჭერისგან დაეცვა.
რაც შეეხება JPMorgan Chase-ს, მასზე ჰაკერებმა და კერძოდ ტიურინმა ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა, რაც მის საექსტრადაციო დოკუმენტაციებშიც აისახა. ეს შეტევა ყველაზე მასშტაბურია აშშ-ის ისტორიაში. მოპაულია 83 მილიონამდე მონაცემი.
ბრალდებულები ამ ნადავლით ფასიანი ქაღალდებით მანიპულირებას ეწეოდნენ, რაც ტერმინით - pump and dumpაღინიშნება.
თაღლითები დიდი რაოდენობით, იაფად ყიდულობდნენ დაბალი მოთხოვნილების აქციებს და შემდეგ მათ კოტირებას ხელოვნურად სწევდნე მაღლა. სწორედ ამაში იყენებდნენ ჰაკერები მოპარულ პერსონალურ მონაცემებს, ელფოსტასა და ტელეფონებს, რომელთა მეშვეობითაც, რეკლამას უკეტებდნენ აქებდნენ აღნიშნულ ფასიან ქაღალდებს. მათი ფასი იწევდა და თაღლითები მათი გაყიდვით დიდ ფულს შოულობდნენ, ხანდახან მილიონობით დოლარს.
აღნიშნული დანაშაულის გარდა ანდრეი ტიურინს ბრალად ედება შალონის უკანონო სათამაშო ბიზნესთან კავშირიც. ეს ბიზნესი აერთიანებდა 20-მდე იატაკქვეშა ინტერნეტ-კაზინოს, მაგალითად Slots Jungle და Win Palace-ს. აღსანიშნავია, რომ მათ შალონის დაკავებისთნავე არსებობა შეწყვიტეს.
ტიურინი თავს ესხმოდა კონკურენტ ინტერნეტ კაზინოების კომპიუტერებს იპარავდა მათი კლიენტების მონაცემებს და მმართველების მიმოწერას კითხულბდა.
ტიურინი, გამოძიების ვერსიით, ჰაკერული საქმიანობისათვის ეგვიპტის, ჩეხეთის, სამხრეთ აფრიკის, ბრაზილიის, თურქეთისა და რიგი სხვა ქვეყნების სერვერებს იყენებდნენ.
შალონისა და ტიურინის შემდეგ მასალებში ყველაზე ხშირად ფიგურირებს აარონი, რომელიც ათობით კომპანიის კლიენტი იყო და ტიურინს მათ პაროლებს აწვდიდა, რასაც ტიურინი ჰაკერული შეტევებისთვის იყენებდა.
ტიურინს სავარაუდოდ 30 წლიანი პატიმრობა ემუქრება. მან ადვოკატ პავლე აბაიძეს, რომელიც მის ინტერესებს იცავდა ჩვენს ქვეყანაში, ჟურნალისტებთან კონტაქტი აუკრძალა.
მასალის გამოყენების პირობები






