7 სექტემბერს, თეირანში გამართულ თურქეთის, რუსეთისა და ირანის პრეზიდენტების შეხვედრაზე, რომელიც სირიის საკითხს უკავშირდებოდა, ვლადიმერ პუტინი და რეჯეპ ტაიპ ერდოღანი იდლიბის პროვინციაში ზავის დამყარების საკითხზე ვერ შთანხმდნენ
ერდოღანმა მხარეებს შესთავაზა, რომ უკანასკნელ რეგიონში, რომელიც დიქტატორ ბაშარ ასადის რეჟიმს არ ემორჩილება, ზავი გამოცხადებულიყო, რაზედაც პუტინმა განაცხადა, რომ ასადის ხელისუფლებას სრული უფლება აქვს მისი ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე განახორციელოს კონტროლი.
ჰასან როუჰანი განაცხადა, რომ მისი შეიარაღებული ძალები სირიიდან არ გავლენ და აშშ-ისა და ისრაელის მისამართით კრიტიკული გამონათქვამები გააჟღერა.
შეგახსენებთ, რომ რეგიონის ერთ ნაწილს აშშ-ის შეიარაღებული ძალები აკონტროლებენ, ხოლო ასადი უკვე ერთი კვირაა იდლიბზე თავდასხმას აანონსებს.
სამმხრივი შეხვედრის დასასრულს მხარეებმა მიიღეს განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ აუცილებელია ასადის ოპოზიციისა და ტერორისტების ერთმანეთისგან გამიჯვნა, რაც მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლის რაოდენობას მკვეთრად შეამცირებს.
მასალის გამოყენების პირობები






