დილიდან დიდი ბრიტანეთის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე ქალაქ ბარნსლის ცენტრში პოლიციელთა დიდი რაოდენობაა თავმოყრილი. გავრცელებული ინფორმაციით, ქალაქის ცენტრში, დილის 9 საათისთვის, დანით თავდასხმა მოხდა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიჭრა.
ქალაქის პოლიციამ ტვიტერში მოსახლეობისთვის გამაფრთხილებელი ინფორმაცია გაავრცელა.
"დაკავებულია ერთი მამაკაცი, ხოლო ერთი დაჭრილი უმნიშვნელო დაზიანებებით, საავადმოფოშია გდაყვანილი. ვთხოვთ, მოსახლეობას, ყურადღებით იყვნენ და ყველა საეჭვო გარემოების შემჩევის შემთხვევაში დაუკავშირდნენ პოლიციის განყოფილებებს. დამატებით დეტალებს შემდგომში გაცნობებთ," - ნათქვამია სამართალდამცავთა განცხადებაში.
სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია. მედიის ცნობით, პოლიცია ადგენს მომხდარი ინციდენტი იყო ერთჯერადი ყოფითი შემთხვევა, თუ ტერაქტი და მონაწილეობნენ თუ არა ინციდენტში სხვა პირები.
მასალის გამოყენების პირობები






