ირლანდიური როკ-ჯგუფის The Cranberries-ის სოლისტ დოლორეს ო’რიორდანს თავი არ მოუკლავს, ის აბაზანაში დაიხრჩო. ამის შესახებ ექპერტიზის დასკვნაშია საუბარი. როგორც აღმოჩნდა, მუსიკოსი ალკოჰოლურ მდგომარეობაში იმყოფებოდა, აბაზანის მიღებისას ჩაეძინა და დაიხრჩო. სამართალდამცავებმა სასტუმროს ნომერში, მინი-ბარში ალკოჰოლის ცარიელი ბოთლები იპოვეს.
46 წლის დოლორესი, 18 იანვარს, ლონდონში, ერთ-ერთ სასტუმროში გარდაცვლილი იპოვეს. მუსიკოსის გარდაცვალების მიზეზი ამ დრომდე უცნობი იყო.
ო’რიორდანი ჯგუფ The Cranberries-ს 1990 წელს 18 წლის ასაკში შეუერთდა. 2003 წლიდან მან სოლო კარიერა გააგრძელა. ის დაქორწინებული იყო ჯგუფ Duran Duran-ის ყოფილ მენეჯერზე. მას ხუთი შვილი დარჩა.
ჯგუფ The Cranberries-მა ბოლო ალბომი 2017 წლის დასაწყისში გამოუშვა. ივლისში როკ-ჯგუფმა აშშ-სა და ევროპაში დაგეგმილი ტურნე გააუქმა. გავრცელებული ინფორმაციით, ტურნეს გაუქმების მიზეზი ო’რიორდანის ჯანმრთელობას უკავშირდებოდა.
მასალის გამოყენების პირობები






