"მაკკეინი საქართველოს ერთგული ბოლომდე დარჩა"
პოლიტიკა - 11:20, 08 Sep, 2018     1233
სენატორი ჯონ მაკკეინი აშშ-ში საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მტკიცე მხარდამჭერი იყო. რენდი შუნემანი მასთან წლების მანძილზე მუშაობდა. 2008 წელს შუნამენი მაშინ საპრეზიდენტო კანდიდატ მაკკეინის საარჩევნო კამპანიის საგარეო ურთიერთობების მიმართულების დირექტორი იყო. შუნემანს, რომელიც მაკკეინის საქართველოში პირველ ვიზიტს და საქართველოსადმი მის სიყვარულს იხსენებს, "ამერიკის ხმის" ჟურნალისტი ია მეურმიშვილი ესაუბრა.

"სენატორმა მაკკეინმა ერთხელ თქვა, რომ საქართველოს მიმართ მისი ერთგულება არ განისაზღვრება იმით, თუ რომელი ლიდერი თუ პარტიაა ხელისუფლებაში და დასძინა, რომ მისთვის მთავარი ისაა, თუ რა არის კარგი საქართველოს სახელმწიფოსთვის და ხალხისთვის"- აცხადებს შუნემანი.

რენდი შუნემანი "ამერიკის ხმასთან" აღნიშნავს, რომ მაკკეინს სააკაშვილთან ახლო ურთიერთობა ჰქონდა.

"2008 წელს საპრეზიდენტო კამპანიის დროს, პენსილვანიაში ამომრჩეველს ვხვდებოდით. მანამდე, რამდენიმე დღით ადრე რუსეთი საქართველოში შეიჭრა. მაშინ მაკკეინმა ცნობილი განცხადება გააკეთა. მან ისაუბრა რუსეთის აგრესიაზე და შემდეგ თქვა: „ახლა ჩვენ ყველანი ქართველები ვართ.“ ეს არ იყო მისთვის წინასწარ მომზადებული ტექსტი ან რაიმე ისეთი, რაზეც სიტყვით გამოსვლამდე შევთანხმდით. ეს სიტყვები მან გულიდან წარმოთქვა და იმის გამო არ უთქვამს, რომ პრეზიდენტ სააკაშვილთან ახლო ურთიერთობა ჰქონდა. მას მტკიცედ სჯეროდა, რომ ქართველ ხალხს თვითდამკვიდრების და საკუთარი მომავლის არჩევის უფლება აქვს და რომ მსოფლიო ქართველ ხალხს გვერდში უნდა დადგომოდა"- აღნიშნა რესპოდენტმა.

შუნემანის განცხადებით, მაკკეინი საქართველოს ერთგული ბოლომდე დარჩა. მან მაკკეინის საქართველოში პირველი ვიზიტი გაიხსენა:

ეს 1997 წლის ზაფხულში იყო. ის ტური სენატორის ერთგვარი ეპოქალური ტური იყო, რომელიც თურქეთში დაიწყო და სამი კვირის შემდეგ ჩინეთში დამთავრდა. მაშინ საქართველოში დაუვიწყარი 24 საათი გავატარეთ. ვახშამზე ზურაბ ჟვანია გაგვიმასპინძლდა ტრადიცული ქართული სუფრით, სადღეგრძელოებით და ქართული სტუმართმოყვარეობით. ამ ვიზიტის შემდეგ საქართველოს სენატორ მაკკეინის გულში ყოველთვის განსაკუთრებული ადგილი ეკავა. ამ ვიზიტის შემდეგ წლების მანძილზე ის საქართველოს ერთგული ბოლომდე დარჩა. მის წიგნში, რომელიც ორიოდე თვის წინ გამოიცა, ის საქართველოში გატარებულ დროზე ემოციურად საუბრობს.
იხილეთ სრულად ამერიკის ხმაზე.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42