ტელეკომპანია „იბერიასა“ და „ომეგა ჯგუფის“ გარშემო შემქნილ ვითარებაზე სამართლებრივი პროცედურები ლონდონში უკვე დაიწყო
პოლიტიკა - 22:15, 07 Sep, 2018     1124
„ომეგა ჯგუფისა“ და ტელეკომპანია „იბერიას“ გარშემო შემქნილ ვითარებაზე სამართლებრივი პროცედურები ლონდონში უკვე დაიწყო. ამის შესახებ გადაცემა „თავისუფალი სივრციდან“ გახდა ცნობილი. როგორც გადაცემის წამყვანმა აღნიშნა, სავარაუდოდ, უკვე ხავალისთვის გახდება ცნობილი, ვის მოუწევს საქართველოს ხელისუფლებიდან სასამრთლოს წინაშე პასუხების გაცემა.

შეგახსენებთ: დღეს, ტელეკომპანიის მენეჯმენტმა ხელისუფლების მხრიდან მომდინარე საფრთხეებზე საგანგებო განცხადება გააკეთა.

არხის მენეჯმენტი აცხადებს, რომ ხელისუფლებამ მათ შეუწყვიტა დაფინანსების წყაროები და გააჩერა „ომეგა ჯგუფში" შემავალი საწარმოები, საიდანაც ტელევიზია ფინანსდებოდა.

„ეს არის ყველა ქართველისთვის, ყველა მოქალაქისთვის აუცილებელი და ყველაზე აუცილებელი მისია, რომ ჩვენ დავიცვათ თავისუფალი მედია, თავისუფალი ტელევიზია. არ მივცეთ საშუალება არავის, არცერთ ბანდას, რაც არ უნდა მას სახელმწიფო და თანამდებობა ერქვას, არ მივცეთ საშუალება, რომ ხელი აღმართოს თავისუფალ მედიაზე.

უხილავი ძალები აღარ იქნებინა. მე გავდივარ კონსულტაციას უცხოეთში რომ არ გავითვალისწინო, როგორც ადგილობრივი ადვოკატები მეუბნებიან საქართველოს რეალობა და ახლა გავითვალისწინებ უცხოურ რეალობას, თუ არის რაიმე შველა, როცა ხელი აღმართულია, ძალა აღმართული, ბანდისმიერი კრიმინალური ძალა, თავისუფალი მედიის, თავისუფალი ტელევიზიის და ბიზნესის წინააღმდეგ , წყაროს წინააღმდეგ რომელიც მას ასაზრდოებს“ - აცხადებს ტელეკომპანია ”იბერიის” დამფუძნებელი ზაზა ოქუაშვილი.

ტელეკომპანია „იბერიას“ კიდევ ერთი დამფუძნებლის, დეპუტატ ნატო ჩხეიძის თქმით, ხელისუფლებისაგან მათ მიიღეს შემოთავაზება, რომ თუ ტელეკომპანია “იბერიას” დათმობდნენ, ომეგა ჯგუფის ფინანსური პრობლემები მოგვარდებოდა.

„ომეგა ჯგუფი" ორი წელიწადია დგას ფინანსური პრობლემების წინაშე. ეს ფინანსური პრობლემებიც შექმნილია ხელოვნურად. ბოლო დროს იყო ასეთი შემოთავაზება - თუ გნებავთ მოგვარდეს ფინანსური პრობლემები, დათმეთ ტელევიზია"- განაცხადა ნატო ჩხეიძემ.

კითხვაზე ხელისუფლებისგან იყო თუ არა ეს შემოთავაზება "იბერიას" მფლობელი ამბობს: "დიახ, მინიშნებით იყო ნათქვამი, ის რომ იბერია რუსთავი 2- ზე უარესია".





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42