თეა წულუკიანის თქმით, უმცირესობამ კრახი განიცადა.
„ევროპულმა საქართველომ“ თავი გაიპამპულა. დასკვნა იმ მოლოდინს არ პასუხობს, რაც მათ საზოგადოებაში შექმნეს. მათ მივმართავ და ვეკითხები, ამდენი საგამოძიებო „მოქმედებები“ რომ ჩაგიტარებიათ, როგორც ამას საზოგადოებას ჰპირდებოდით, მკვლელის გვარი დაასახელეთ. სად არის მკვლელის გვარი, რომლის დასახელებასაც „ევროპული საქართველოს“ „ნაციონალური მოძრაობის“ დანაყოფი საზოგადოებას ჰპირდებოდით? როცა სხდომაზე მოვედი, კითხვები რატომ ვერ დასვით მაშინ, როდესაც სრულიად საზოგადოება მიზანმიმართულად შეცდომაში შეგყავდათ, თითქოს, წულუკიანის ბრალია ის, რომ მათივე გადასახედიდან გამოძიება სწორად ვერ მიდიოდა. ამ კითხვებზე პასუხი მჭირდება. მკვლელის გვარი სად არის, რატომ ვერ დაადგინეს და მთელი ეს გამოძიება რისთვის ჩაატარეს" - აღნიშნა მინისტრმა.
მასალის გამოყენების პირობები






