დონორთა საკოორდინაციო ჯგუფის პირველ შეხვედრაზე საქართველოში ორგანიზებული ელექტროენერგეტიკული ბაზრების ჩამოყალიბების საკითხები განიხილეს
პოლიტიკა - 19:39, 07 Sep, 2018     811

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მოწვევით სასტუმრო „ბილტმორში“ საქართველოს დონორთა საკოორდინაციო ჯგუფის პირველი შეხვედრა

გაიმართა, რომელსაც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გიორგი ჩიქოვანი უძღვებოდა.

შეხვედრის ფორმატში წარმოდგენილი იყო საქართველოს ენერგეტიკული სექტორის საერთაშორისო მხარდამჭერის უზრუნველმყოფი თითქმის ყველა მძლავრი ფინანსური ინსტიტუტი, ორგანიზაცია თუ პროგრამა: USAID და მისი ეგიდით მოქმედი დარგობრივი პროგრამები, KfW, EBRD, EIB, ევროკავშირის წარმომადგენლობა, მსოფლიო ბანკი, IFC, ADB და ნორვეგიის მარეგულირებელი ორგანო (NVE).

შეხვედრაზე განიხილეს საკონსულტაციო კომპანიების - Nord Pool Consulting-ის (ნორვეგია) და Bluberries-ის (გერმანია) მიერ შემუშავებული „საქართველოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ორგანიზაციული კონცეფცია." როგორც შეხვედრაზე კომპანია Nord Pool Consulting-ის ხელმძღვანელმა, ჰანს ბრედესენმა განაცხადა, კონცეფციის შედგენა იმ დიდი პროექტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია, რომელიც წარმატებით ხორციელდება ს/ს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემასთან" თანამშრომლობით და მიზნად ისახავს საქართველოში ორგანიზებული ელექტროენერგეტიკული ბაზრების ჩამოყალიბების პირობების შექმნას.

საკოორდინაციო ჯგუფის შეხვედრის ფარგლებში გაიმართა საგნობრივი დისკუსია, სადაც კომპანია Nord Pool Consulting-ის ხელმძღვანელმა, ჰანს ბრედესენმა პასუხი გასცა დასმულ კითხვებს და განმარტა, რომ საქართველოში ორგანიზებული ელექტროენერგეტიკული ბირჟის (Power Exchange) დაფუძნება და თანამედროვე საბაზრო მექანიზმების დანერგვა განხორციელდება ეტაპობრივად, წლებზე გაწერილი სტრატეგიის გამოყენებით. ამასთან, ეს რეფორმა არსებითად დაახლოებს საქართველოს ელექტროენერგეტიკულ სექტორს ევროკავშირის სამიზნე მოდელთან და ხელს შეუწყობს ქვეყანაში საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესებას.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42