ფინანსური პრობელემები განზრახ ხელოვნურად არის შექმნილი ხელისუფლების მიერ - “ომეგა ჯგუფის" პასუხი ფინანსთა სამინისტროს
პოლიტიკა - 18:24, 07 Sep, 2018     946
“ომეგა ჯგუფისთვის” ფინანსური პრობელემები განზრახ ხელოვნურად არის შექმნილი ხელისუფლების მიერ - ასე პასუხობს კომპანია ფინანსთა სამინისტროს იმ განცხადებას, რომლის თანახმადაც, „ომეგა ჯგუფში“ შემავალი სიგარეტის მწარმოებელ კომპანია შპს „ოჯთ-ის“ 51 მლნ 717 ათასი ლარი აქვს საგადასახადო დავალიანება.

“ომეგა ჯგუფის” საგადასახადო დავალიანება წარმოადგენს დეკლარირებულ საგადასახადო დავალიანებას, რომელიც ხელისუფლების, მათ შორის ფინასთა სამინისტროს მიერ შექმნილი დაბრკოლებებით არის გამოწვეული. ხელისუფლება “ომეგას” არ აძლევს ფუნქციონირების საშუალებას. ხელისუფლებამ “ომეგა ჯგუფის” მუშაობა ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში 3-ჯერ შეაჩერა, ხოლო ბოლო ორი თვის განმავლობაში ფაქტობრივად მისი მუშაობის პარალიზებას ახდენს.

ფინანსთა სამინისტროს მითითება იმის შესახებ, რომ ჩვენ ერთადერთი კომპანია ვართ, რომელსაც 50 მილიონ ლარზე მეტი დავალიანება აქვს გაკვირვებას იწვევს მაშინ, როდესაც თავად ჰქმნიან ამ დავალიანების შექმნის პირობას ფაბრიკის მიზანმიმართული უსაფუძვლო და უკანონო არაერთგიზისი გაჩერებით. დავალიანებასთან ერთად ეს არის კომპანია, რომელსაც მილიარდ ნახევარ ლარზე მეტი აქვს ბიუჯეტში შეტანილი და ეს თანხა გაცილებით მეტი იქნებოდა, რომ არა ადგილობრივი ბიზნების და ომეგა ჯგუფის წინააღმდეგ თავად ფინანსთა სამინისტროს და ხელისუფლების მიერ მიმართული დესტრუქციული ქმედებები.

ფინანსთა სამინისტრო უმალავს საზოგადოებას იმ ფაქტს, რომ კანონით გათვალისწინებული რესტრუქტურიზაცია “ომეგა ჯგუფმა” წლიწადნახევრის წინ მოითხოვა, რისი (სხდომის) ჩატარების ვალდებულება კანონით 2 თვეა, მაგრამ დღემდე არ ტარდება. აღნიშნული საკითხი სასამართლოშიც არის გასაჩივრებული, მაგრამ არც სასამართლოში იმართება სხდომები.

კანონით გათვალისწინებული ვალდებულების - რესტრუქტურიზაციის საკითხზე გადაწყვეტილების მიღების მოლოდინში ნორმალურია ის რომ ომეგამ რამდენჯერმე მოითხოვა ხელისუფლების მიერვე შექმნილი უკანონო ქმედებით მიყენებული ზარალის გამო საგადასახადო იძულებითი ღონისძიების გაუქმება,მაგარ არ არის ნორმალური ის, რომ ომეგას ფინანსთა სამინისტრო არ აძლევს აქციზურ მარკებს პროდუქციის გამოშვების და ბიუჯეტში შენატანების განსახორციელებლად.

კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, ხელისუფლება არ აძლევს მუშაობის შესაძლებლობას ომეგა ჯგუფს, ხელოვნურად აჩერებს, რათა ამ უკანასკნელმა არ გამოუშვას პროდუქცია, არ მიიღოს შემოსავალი, რის გამოც ვერ ხორციელდება თანხების აკუმულირება. ასეთი გაჩერებით ომეგა კარგავს საკუთარ შემოსავლებს - ვინაიდან კარგავს 8%-იან წილს ბაზარზე, რის დაბრუნებასაც 6 თვეს ანდომებს, მიუხედავად იმისა, რომ მისი ბუნებრივი წილი ბაზარზე 19%-ია.

კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ - ომეგა ჯგუფის წინააღმდეგ მიმდინარეობს სახელისუფლო ტერორი, რომელიც მიზნად ისახავს ომეგა ჯგუფის სრულ პარალიზებას“- ნათქვამია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42