ზეწოლა ტელეკომპანია "იბერიაზე" - ფინანსთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
პოლიტიკა - 16:52, 07 Sep, 2018     1031

საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ტელეკომპანია „იბერიასთან“ დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

"პირველ რიგში, გვინდა ხაზგასმით განვაცხადოთ, რომ ჩვენი მთავრობის განუხრელი პრიორიტეტია, ბიზნესისთვის სამართლიანი და ხელსაყრელი გარემოს უზრუნველყოფა, არსებული სამუშაო ადგილების შენარჩუნება და ახლის შექმნა.

ასევე, ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია, მედია პლურალიზმის და თავისუფალი მედია გარემოს უზრუნველყოფა.

ცალსახა პროგრესი ამ მიმართულებებით ჩვენი ხელისუფლების პირობებში, ასახულია საერთაშორისო შეფასებებში. ამის დასტურია, რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებული რეიტინგიც, სადაც მედია თავისუფლების მიმართულებით 2012 წელთან შედარებით ჩვენი ქვეყანა 40 პუნქტით დაწინაურდა.

ამ პრიორიტეტებთან ერთად, საქართველოს ხელისუფლებას აქვს სოციალური ვალდებულება ასობით ათასი პენსიონერის, პედაგოგის, სამხედრო მოსამსახურის, სოციალურად დაუცველის და სხვა ჯგუფების მიმართ. შესაბამისად, სახელმწოფო ვერ დაუშვებს ამ ვალდებულების საფრთხის ქვეშ დაყენებას ვერცერთი კონკრეტული კომპანიის ვალაუვალობის, თუ არასწორი პოლიტიკით წარმოშობილი ვალდებულებების გამო.

გარდა ამისა, საზოგადოებას შევახსენებთ, რომ სავალუტო ფონდის შეფასებების დიდი ნაწილი, რაც საბოლოოდ აისახება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ განვითრებზე, დამოკიდებულია სწორედ გამართული ფისკალური პოლიტიკის წარმოებასა და გადასახადების ამოღების მაჩვენებლებზე.

სახელმწიფო სწორედ ზემოთჩამოთვლილი პრიორიტეტების ფარგლებში, ახორციელებს თავისი ვალდებულებების შესრულებას ნებისმერ ბიზნეს სუბიექტთან მიმართებაში.

„ომეგა ჯგუფში“ შემავალ, სიგარეტის მწარმოებელ კომპანია შპს „ოჯთ-ის“ საგადასახადო დავალიანების სახით, დღეის მდგომარეობით, ერიცხება 51 მლნ 717 ათასი ლარი, რომლის ძირითად ნაწილს შეადგენს თამბაქოს ნაწარმზე აქციზის გადასახადის გადაუხდელობა. აღნიშნული დავალიანება დეკლარირებულია გადამხდელის მიერ 2015-2018 წლებში.

ეს არის ერთადერთი კომპანია, რომელსაც 50 მილიონზე მეტი ვალი ერიცხება ბიუჯეტის წინაშე.

თანხის გადაუხდელობის გამო, ამჟამად, კომპანიის მიმართ გავრცელებულია იძულებითი ღონისძიებები - ინკასო და ყადაღა.

აღსანიშნავია, რომ ამ წლების განმავლობაში, კომპანიამ 2-ჯერ მიმართა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს საგადასახადო დავალიანების გადანაწილებისთვის (გრაფიკისთვის), რომელიც მათი მოთხოვნის შესაბამისად გაფორმდა, თუმცა გადამხდელის მიერ გადახდის პირობების დარღვევის გამო, ორივე გრაფიკი გაუქმდა კანონმდებლობის შესაბამისად.

გარდა ამისა, კომპანიამ 11-ჯერ, წერილობით მიმართა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს, იძულებითი ღონისძიებების არ გამოყენების/გაუქმების თხოვნით, რომელიც გათვალისწინებული იყო შემოსავლების სამსახურის მხრიდან, რათა არ შეფერებულიყო საწარმოს ფუნქციონირება.

იძულებითი ღონისძიებების გადავადების მიუხედავად, კომპანიამ საგადასახადო დავალიანების შემცირების ნაცვლად, განაგრძო დავალიანების ზრდა, რის გამოც შემოსვლების სამსახური იძულებული გახდა გამოეყენებინა მისთვის კანონით მინიჭებული ღონისძიებები.

ფინანსთა სამინისტროს დეკლარირებული პოლიტიკაა, ხელი შეუწყოს ქვეყანაში ჯანსაღი და კონკურენტული ბიზნესგარემოს შექმნას, მაქსიმალურად გაითვალისწინოს ბიზნესის ინტერესები, გადასახადების გადახდისას წარმოქმნილი სირთულეების დაძლევის მიზნით, ამავდროულად, ვინარჩუნებთ მკაცრი კონტროლის პოლიტიკას, იმ გადამხდელების მიმართ, რომლებიც ცდილობენ თავი აარიდონ საგადასახადო ვალდებულებების შესრულებას, რითაც არაკონკურენტულ პირობებში აყენებენ კეთილსინდისიერ გადამხდელებს" - აღნიშნულია ფინანსთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42