მოდის ინდუსტრიაში იზრდება იმ მოდის სახლების რიცხვი, რომლებიც ბუნებრივი ბეწვის გამოყენებაზე უარს ამბობენ,
ამჯერად, ბრიტანული ბრენდი Burberry ბეწვის გამოყენებაზე უარს ამბობს.
გარდა ამისა, გარემოს დაცვისკენ Burberry კიდევ ერთ მნიშვნელოვან ნაბიჯს დგამს. კომპანია აღარ გაანადგურებს იმ ნივთებს, რომლებიც ვერ გაიყიდა და მათგან ახალ პროდუქციას შექმნის.
გასულ წელს კომპანიამ 2018 წელს 37.8 მილიონი დოლარის ტანსაცმელი გაანადგურა.
დიდი ბრენდების მიერ ტანსაცმლის განადგურებას მუდმივად პროტესტი მოჰყვება ხოლმე, რაც ახალი სეზონით არის გამოწვეული. მაღაზიებში, ახალი სეზონის პროდუქციის შეტანის გამო, ძველი კოლექციის ტანისამოსს ანადგურებენ. ტანსაცმლის განადგურების გამო კრიტიკის ქარ-ცეცხლში გაეხვა Louis Vuitton-იც. მიუხედავად პროტესტისა და კრიტიკისა, ბრენდები პროდუქციას არც საქველმოქედო მიზნით იყენებენ და არც გააჩუქებენ, ისინი პროდუქციას ანადგურებენ. სწორედ ამიტომ არის მოდა, ნავთობის და გაზის შემდეგ დაბინძურების ყველაზე დიდი წყარო.
"ბარბერიში" არსებულ კრიზისზე უკვე ორი წელია მედია წერს. განადგურებული პროდუქციის რაოდენობა, სწორედ ამაზე მიუთითებს.
თუმცა, "ბარბერიში" ახალი ეპოქას ელიან. 12 წლიანი მუშაობის შემდეგ, რიკარდო ტიშიმ Givenchy დატოვა და "ბარბერის" კრეატიული ხელმძღვანელი გახდა.
მასალის გამოყენების პირობები






