როგორც მინისტმა აღნიშნა, შავი ზღვის უნივერსიტეტის საკითხს სააპელაციო საბჭო გადაწყვეტს.
„დასკვნა ავტორიზაციის საბჭომ ფაქტებზე დაყრდნობით გააკეთა. უნივერსიტეტი არ დაეთანხმა ამ დასკვნას და პროცედურის მიხედვით, დოკუმენტების აპელაციაზე წარდგენა ხდება, რომელიც საკითხს განიხილავს. მთავარია, დავიცვათ პროცედურები, კანონი და დადგენილი ვადები. შესაბამისად, სააპელაციო საბჭო გადაწყვეტს უნივერსიტეტის ფუნქციონირების საკითხს. თავისთავად, უნივერსიტეტი დღესაც ფუნქციონირებს, სტუდენტები დღესაც სწავლობენ და მათ საფრთხე ნამდვილად არ დამუქრებიათ. დანარჩენი საკითხი საბჭოს გადაწყვეტილებით მოხდება. შევეჩვიოთ კანონისა და პროცედურების დაცვას. არ აქვს მნიშვნელობა წარმომავლობას, ქართული იქნება თუ სხვა, ჩვენ ვცხოვრობთ ჩვენს სახელმწიფოში, სადაც არსებობს კანონები და შესაბამისად, ყველა ვალდებული ვართ, დავემორჩილოთ კანონს და როგორც სხვა უნივერსიტეტების შემთხვევაში, ამ საკითხის განხილვაც კანონის იმავე პროცედურებით მოხდეს" - განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






