თბილისის ვიცე-მერი კომპანია „შტადლერის“ წარმომადგენლებს შეხვდა
პოლიტიკა - 13:20, 07 Sep, 2018     758

თბილისის ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე, თბილისის სატრანსპორტო კომპანიის დირექტორ მამუკა კობახიძესთან ერთად, მატარებლების მწარმოებელ შვეიცარულ კომპანია „შტადლერის“ წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში „შტალდერის“ წარმოების განხორციელების დეტალებსა და მემორანდუმის ფარგლებში, თანამშრომლობის სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.

„რამდენიმე თვის წინ, თბილისის მერიამ კომპანია „შტადლერთან“ მემორანდუმი გააფორმა, რომლის ფარგლებშიც, საქართველოში „შტადლერის“ წარმოების განხორციელება განიხილება. ეს არის კომპანია, რომელიც სარკინიგზო ტრანსპორტს აწარმოებს. დღეს კომპანიის ხელმძღვანელებთან და დამფუძნებლებთან პირველი სამუშაო შეხვედრა შედგა, სადაც მემორანდუმის ფარგლებში, თანამშრომლობის შემდეგი დეტალები განვიხილეთ. იმ შემთხვევაში, თუ თბილისის მერიასა და „შტალდერს“ შორის რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე შეთანხმება მოხერხდება, წლის ბოლოს, შესაძლებელია, თანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდეს. აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში, საქართველოში სარკინიგზო ტრანსპორტის დამამზადებელი ქარხანა აშენდება, რომლის მფლობელი და განმახორციელებელიც, შვეიცარული კომპანია „შტადლერი“ იქნება“, - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

„შტადლერი“ სარკინიგზო ტრანსპორტის წარმოებაში მსოფლიოს ერთ-ერთ ლიდერ კომპანიას წარმოადგენს და საქართველოში ადგილობრივი ხელისუფლების, „საქართველოს რკინიგზისა“ და თბილისის მერიის მხარდაჭერით, რკინიგზის ტრანსპორტის რეგიონული საწარმოს აშენებას გეგმავს.

შვეიცარული კომპანია, როგორც რკინიგზის სამგზავრო მატარებლებს, ასევე, მეტროსა და ტრამვაის შემადგენლობებს აწარმოებს და მას მსოფლიო მასშტაბით, სხვადასხვა სიმძლავრის საწარმოები გააჩნია. საქართველოში წარმოებული პროდუქცია, როგორც ლოკალური, ასევე, რეგიონული ბაზრისთვის იქნება განკუთვნილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42