გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატი ბრიუსელში პოლიტიკურ შეხვედრებს აგრძელებს. გრიგოლ ვაშაძემ ევროპარლამენტარებთან შეხვედრაზე საქართველოში წინასაარჩევნოდ შექმნილ ვითარებაზე ისაუბრა.
გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატი, ევროპარლამენტის მიერ მომზადებული ანგარიშის გამკაცრებას და კრიტიკული ცვლილებების შეტანის საკითხს გამოეხმაურა:
„ჩვენი დემოკრატიისა და საზოგადოებრივი კონსენსუსის ხარისხი ბრიუსელში არავითარ ეჭვს არ უნდა იწვევდეს.
ჩვენ აუცილებლად უნდა ვისწავლოთ ჩვენ მთავარ და არამთავარ მოკავშირეებთან, თუმცა არამთავარი მოკავშირე არ არსებობს, ნორმალურ ევროპულ ენაზე ლაპარაკი.
როდესაც მოხსენებები დამოუკიდებელი ექსპერტების უკიდურესად მკაცრად და საფუძვლიანად მკაცრად აფასებს ჩვენი დემოკრატიის ხარის, შენ კიდევ ჩამოდიხარ და ბრიუსელში უყვები გასაოცარ დემოკრატიაზე, რომელიც საქართველოში დამყარდა და რეფორმების მეორე ტალღას, თუმცა ვერ ასახელებ, რა რეფორმებია ეს და რა ტალღები მოდის ასეთი ბრწყინვალე საქართველოში, ეს ძალიან ცუდად მოქმედებს ჩვენი სიტყვებისა და საქციელის დამაჯერებლობაზე“-აცხადებს ვაშაძე.
მასალის გამოყენების პირობები






