სავარაუდოდ, ანგარიშის ბოლო ვერსიას კიდევ ერთ შენიშვნას დაუმატებენ, რომელიც ქვეყანაში სამართლიანი სასამართლოს არარსებობასა და მართლმსაჯულების კრახს უკავშირდება.
„საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას უნდა ესმოდეს, რომ ყოველთვის, როდესაც არღვევს სწორედ იმ ვალდებულებებს რომელიც აღებული აქვს დემოკრატიული სისტემის შექმნის თვალსაზრისით, როგორც ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმომწერ მხარეს ის ამით საფრთხე შეუქმნის ქვეყნის ევროპულ მომავალს.
სწორედ ამიტომ, ბევრი შეკითხვა არსებობს და ბევრი შესწორებები შედის ამ ანგარიშში“- აცხადებს "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი სალომე სამადაშვილი.
„ევროპული საქართველოს“ დეპუტატი გიორგი კანდელაკის თქმით, კი საქართველოს ხელისუფლებამ პასუხი უნდა გასცეს მთავარ შეკითხვას, რატომ არის რადიკალური პრორუსული პარტიის სახე ანდრეი მამიკინსი „ქართული ოცნების“ მთავარი მოკავშირე ევროპარლამენტში.
მასალის გამოყენების პირობები






