უმრავლესობის ლიდერი, ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი, არჩილ თალაკვაძე მეორე ტურის ჩატარებასაც არ გამორიცხავს, თუმცა აღნიშნავს, რომ კანდიდატებს გამარჯვების შანსი პირველივე ტურში აქვთ.
„პოლიტსაბჭოს სხდომაზე გვექნება მსჯელობა და გადაწყვეტილებას უკვე გაგაცნობთ, რა თქმა უნდა, მაგრამ ის, რომ ჩვენ კანდიდატურას არ ვაყენებთ ამ არჩევნებში და საპრეზიდენტო არჩევნებში „ქართული ოცნების“ კანდიდატი არ მიიღებს მონაწილეობას, ეს გადაწყვეტილება არ შეიცვლება,“ - განაცხადა თალაკვაძემ.
დამოუკიდებელი კანდიდატისთვის მხარდაჭერაზე, მათ შორის, ფინანსურზე, საუბრობს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრი, თამარ ჩუგოშვილი.
„კანონი რა მასშტაბითაც გვაძლევს და მოგვცემს შესაძლებლობას, რომ მხარი დავუჭიროთ კანდიდატს, რომელიც ჩვენი ნომრით არ მონაწილეობს საარჩევნო პროცესში, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი შესაძლებლობები არის. შესაძლებელია, რა თქმა უნდა, შეუზღუდავად მონაწილეობა კამპანიაში, გარკვეული შემოწირულობების გაკეთებაც, რაც შესაძლებლობები არის და მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ ჩარჩოში მივიღებთ ჩვენ მონაწილეობას,“ - განაცხადა ჩუგოშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






