"სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ" კანონში მომზადებული ცვლილებების მიზანია კიდევ ერთხელ დააკნინოს პრეზიდენტის ინსტიტუტი" - ნაცვლიშვილი
პოლიტიკა - 12:31, 07 Sep, 2018     870

საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა ნაცვლიშვილი "სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ" კანონში მომზადებულ ცვლილებებს ეხმაურება, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტს სიცოცხლის ბოლომდე სახელმწიფო დაცლა აღარ ეყოლება.

როგორც ანა ანცვლიშვილი აცხადებს, აღნიშნული ცლილებების მიზანია დააკნინოს პრეზიდენტის ინსტიტუტი, შეიზღუდოს პრეზიდენტის უსაფრთხოება და ეს გარანტირებული იყოს არა კანონით, არამედ დამოკიდებული იყოს მთავრობის ნებაზე.

ანა ნაცვლიშვილი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტის უსაფრთხოების დაცვასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებები მინიშნებაა მომავალი პრეზიდენტისათვის, რომ მისი უსაფრთხოება, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია მისი ფუნქციების განხორციელების პროცესში, დამოკიდებული იქნება მთავრობის გადაწყვეტილებასა და მთავრობის კეთილ ნებაზე.

მისი განმარტებით, ბოლო წლების განმავლობაში არაერთი ნაბიჯი გადაიდგა იმისკენ, რომ პრეზიდენტის უფლებამოსილებები და ზოგადად ამ ინსტიტუტის როლი ყოფილიყო შემცირებული და მნიშვნელოვანწილად დაკნინებული.

,,მოქმედი კანონმდებლობით, პრეზიდენტის უსაფრთხოების დაცვა ევალება სახლემწიფოს სპეციალურ სამსახურს და ეს ვალდებულება გრძელდება მას შემდეგაც, რაც პირის უფლებამოსილება ამოიწურება. მაგრამ ახლა შემოთავაზებულია საკანონმდებლო ცვლილება, როდესაც კანონი კი აღარ იქნება ამ გარანტიის მიმცემი პრეზიდენტისთვის, არამედ ეს უნდა გადაწყვოტოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მთავრობამ.

პრეზიდენტი სახლემწიფოს მეთაურია, შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდალი, ქვეყნის ერთიანობის და დამოუკიდებლობის გარანტი და ამ როლის ეფექტური შესრულება ძალიან მნიშვნელოვანწილად საჭიროებს უმაღლეს გარანტიებს უსაფრთხოების, დაცულობის და სწორედ, ამ უმაღლესი გარანტიების შემცირებასთან გვაქვს ახლა საქმე, რაც არის არასწორი და იქნება პრობლემური.

იმ კონსიტიტუციით, რომელიც არჩევნების შემდეგ შევა ძალაში, პრეზიდენტი ზეპარტიული ფიგურაა და ახლა ამ ზეპარტიული პრეზიდენტის უსაფრთხოების საკითხი უნდა გადაწყვიტოს პოლიტიკური უმრავლესობის მიერ დაკომპლექტებულმა მთავრობამ.

ძალიან მნიშვნელოვანია ასევე, რომ ეს ცვლილებები ახლა ხორციელდება. ეს არის სიგნალი და მესიჯი არა მხოლოდ მოქმედი და ყოფილი პრეზიდენტებისთვის, არამედ მომავალი პრეზიდენტისთვის.

ახლა ჩვენ ვიმყოფებით საარჩევნო კამპანიის პერიოდში, როდესაც ადამიანები თავის კანდიდატურას აყენებენ ამ პოზიციის დასაკავებლად.

ეს ცვლილება არის მცდელობა, რომ დააკნინოს პრეზიდენტის ინსტიტუტის როლი და მიანიშნოს მომავალ პრეზიდენტს, რომ მისი უსაფრთხოება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია მისი ფუნქციების განხორციელების პროცესში, მისი უსაფრთხოება იქნება დამოკიდებული მომავალში მთავრობის გადაწყვეტილებაზე და მთავრობის კეთილ ნებაზე", - აღნიშნა ანა ნაცვლიშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42