კვიპროსში დაკავებული ქართველები არაადამიანურ პირობებზე საუბრობენ - რა უთხრეს "ნიუპოსტს" საქართველოს საკონსულოში
პოლიტიკა - 12:07, 07 Sep, 2018     1071
კვიპროსში, ლარნაკას საპატიმროში მყოფი საქართველოს მოქალაქეები დახმარებას ითხოვენ. მათი თქმმით, ისინი კუნძულზე ტურისტულად ჩავიდნენ, რა დროსაც მესაზღვრეებმა გაურკვეველი მიზეზით დააკავეს.

საქართველოს მოქალაქეები, კვიპროსელი სამართალდამცველების მხრიდან არაადამიანურ მოპყრობაზე საუბრობენ.

"ნიუპოსტი" კვიპროსში საქართველოს საკონსულოს დაუკავშირდა, სადაც განაცხადეს, რომ საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში ხვალ, 8 სექტემბერს დაბრუნდებიან.

საკონსულოში აღნიშნავენ, რომ კვიპროსის რესპუბლიკაში საქართველოს წარმოამდგენელი მუდმივ კავშირში იმყოპება, როგორც სასაზღვრო სამსახურის, ასევე აღნიშნულ ვითარებაში მყოფ საქართვლოს მოქალაქეებთან. ორივე მხარის მიერ იქნა დადასტურებული ასევე, რომ საქართველოს მოქალაქის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი. ერთ-ერთ მათგანს მიეწოდა ქრონიკული მოხმარების მედიკამენტი.

"4 სექტემბერს, საქართველოს 2 მოქალაქემ, რომელიც მგზავრობდა ქუთაისიდან საერთაშორისო აეროპორტიდან ქალაქ ლარნაკას მიმართულებით, ვერ დააკმაყოფილეს საზღვრის კვეთის მოთხოვნები და კვიპროსის საიმიგრაციო სამსახურის მიერ უარი ეთქვათ ქვეყანაში შესვლასთან დაკავშირებით. არსებული პროცედურის თანაზხმად ისინი გადაყვანილი იქნენ კვიპროსის სასაზღვრო საემიგრაციო სამსახურის სპეციალურად განკუთვნილ მოსაცდელ სივრცეში.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, საქართველოს საელჩოს კვიპროსის რესპუბლიკაში, არ დაკავშირებია არც ერთი საქართველოს მოქალაქე ან მათი წარმომადგენელი. მედიის საშუალებით ინფორმაციის შეტყობისთანავე საქართელოს საელჩო კვიპროსის რესპუბლიკაში მყისიერად დაუკავშირდა კვიპროსის სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენლებს და მოითხოვეს საქართველოს მოქალაქეებთან გასაუბრება.

საქართველოს მოქალაქეებს მიწოდათ დეტალური ინფორმაცია მათი უფლებების შესახებ, ემცნოთ საქართველოში უკან დაბრუნების თარიღი - 8 სექტემბერი. საქართველოს მოქალაქეები ასევე ინფორმირებული იყვნენ საელჩოს მიერ საქართველოში დაბრუნების შემდეგ კვიპროსში არ შეშვებასთან დაკავშირებით შესაძლო ლეგალური რეაგირების გზებზე.

აღსანიშნავია, რომ არსებული პროცედურის თანახმად მსგავს შემთხვევაში მოქალაქის უკან დაბრუნების ხარჯებს ანაზღაურებს კვიპროსის მხარე და ასევე განსაზღვრავს დაბრუნების თარიღს. მათ ასევე ემცნოთ რომ სურვილის შემთხვევაში აქვთ შესაძლებლობა თავად განსაზღვროს უკან დაბრუნების თარიღი, მხოლოდ ამ შემთხვევაში თავად არიან პასუხისმგებელი მგზავრობის ხარჯებზე.

კვიპროსის რესპუბლიკაში საქართველოს წარმოამდგენელი მუდმივ კავშირში იმყოპება, როგორც სასაზღვრო სამსახურის, ასევე აღნიშნულ ვითარებაში მყოფ საქართვლოს მოქალაქეებთან. ორივე მხარის მიერ იქნა დადასტურებული ასევე, რომ საქართველოს მოქალაქის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი. ერთ-ერთ მათგანს მიეწოდა ქრონიკული მოხმარების მედიკამენტი.

საქართველოს მოქალაქეები არსებული პროცედურის თანახმად დღეში ერთჯერადად უზრუნველყოფილი არიან საკვებით და სასმელით, ხოლო დამატებით საკუთარი ხარჯით შეუძლიათ მოითხოვონ დამატებითი კვება და სასმელი.

ორივე მოქალაქე საქართელოში გაემგზავრება 8 სექტემბერს და მათი მგზავრობის ხარჯებს უზრუნველყოფს კვიპროსის მხარე"- აცხადებენ საკონსულოში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42