წიაღის სექტორის რეფორმის საკოორდინაციო უწყებათაშორისი საბჭო შეიქმნა
პოლიტიკა - 11:11, 07 Sep, 2018     727

საქართველოს მთავრობის დადგენილებით წიაღის სექტორის რეფორმის საკოორდინაციო უწყებათაშორისი საბჭო შეიქმნა.

"წიაღის სექტორის რეფორმის კოორდინაციის მიზნით საქართველოს მთავრობის დადგენილებით შეიქმნა უწყებათაშორისი საბჭო, რომლის შემადგენლობაშიც შედიან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ფინანსთა სამინისტროს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს და ეკონომიკის სამინისტროს სსიპ წიაღის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები.

რეფორმის განსახორციელებლად შერჩეულია მაღალკვალიფიციური და საერთაშორისო დონეზე აღიარებული ექსპერტთა გუნდი (ADAM SMITH International). მიმდინარე წლის ივნისის თვეში ექსპერტთა გუნდი პირველი სამუშაო ვიზიტით უკვე იმყოფებოდა საქართველოში, რომლის ფარგლებშიც მომზადდა საწყისი ანგარიში. მათ მიერ ახლახანს დასრულდა მუშაობა საუკეთესო პრაქტიკის ანგარიშსა და არსებული მდგომარეობის ანალიზზე.

ექსპერტთა გუნდის მეორე სამუშაო მისია დაგეგმილია მიმდინარე წლის 11 სექტემბრიდან -14 სექტემბრის ჩათვლით, რომლის ფარგლებშიც გაიმართება შეხვედრა სექტორის რეფორმის მაკოორდინებელი უწყებათაშორისი საბჭოს წევრებთან. შეხვედრაზე განხილული იქნება პროექტის მიმდინარეობასთან დაკავშირებული საკითხები, ძირითადი გამოწვევები და მიმართულებები, ასევე განხილული იქნება უკვე მომზადებულ ანგარიშებთან დაკავშირებით გამოთქმული შენიშვნები და რეკომენდაციები. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები ასევე კერძო სექტორის წარმომადგენლებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან.

ექსპერტები აქტიურად თანამშრომლობენ შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან, წიაღის სექტორში დასაქმებულ სუბიექტებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რაც, თავის მხრივ უზრუნველყოფს ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობას და რეფორმისთვის კონცეპტუალურ საკითებზე სრულყოფილი და ობიექტური შედეგების დადგომის შესაძლებლობას.

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით წიაღის სექტორის ფართომასშტაბიანი რეფორმა 2018 წლის დასაწყისიდან მიმდინარეობს. რეფორმის ფარგლებში, პირველ ეტაპზე მიმდინარეობს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი პოლიტიკისა და სტრატეგიის დოკუმენტების შემუშავება, მეორე ფაზაში, 2019 წელს შემუშავდება შესაბამისი სამართლებრივი ჩარჩო და მოხდება წიაღის ახალი კანონმდებლობის ფორმირება, ხოლო რეფორმის დასკვნით (მესამე) ფაზაში კი (2020 წელს) შემუშავდება რეკომენდაციები სექტორში ადამიანური რესურსების გაძლიერების შესახებ და შესაძლებლობების ამაღლების თვალსაზრისით" - აღნიშნულია ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42