დასკვნის თანახმად, საგამოძიებო კომისიისთვის სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურიდან მოწოდებული მასალებიდან ირკვევა, რომ ფაქტორები, რომლებიც ხორავას ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიის წინაპირობა გახდა, სისტემური და მზარდი პრობლემაა. კომისიამ გააანალიზა სტატისტიკა, რომელიც ადასტურებს სკოლებში უსაფრთხოების კუთხით არსებულ სერიოზულ პრობლემებს. ამ ანალიზის შედეგად დგინდება, რომ:
ქვეყნის მასშტაბით საგრძნობლად მომატებულია მოსწავლეებს შორის სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტები:
2015-16 სასწავლო წელი – 2582 შემთხვევა;
2016-17 ს . წ . – 2538 შემთხვევა;
2017-18 ს . წ – 3673 შემთხვევა.
ბოლო წლებში ასევე საგრძნობლად არის მომატებული სკოლებში აკრძალული ნივთების მოხმარება. კერძოდ:
2015-16 ს . წ . – 1806 შემთხვევა;
2016-17 ს . წ . – 1866 შემთხვევა;
2017-18 ს . წ – 2452 შემთხვევა.
ყურადსაღებია მაღალი რისკის შემცველი საგნების ( დანა , ბასრი ან მჩხვლეტავი საგანი და სხვა ) სტატისტიკა:
2015- 16 ს.წ. – 187 შემთხვევა;
2016 – 2017 ს.წ. – 177 შემთხვევა;
2017-2018 – 176 შემთხვევა.
ბოლო წლებში საგანგაშოდ ზრდადია მოსწავლეთა სკოლიდან გაპარვისა და გაკვეთილების ჩაშლის სტატისტიკა. სკოლიდან გაპარვა ქვეყნის მასშტაბით:
2015-16 ს . წ – 8403 შემთხვევა;
2016-17 ს . წ – 8951შემთხვევა;
2017-18 ს . წ . -10838 შემთხვევა.
დასკვნა ამბობს, რომ ასევე საგანგაშოდ მოიმატა მოსწავლეების მიერ გაკვეთილის ჩაშლამ, ან ჩაშლის მცდელობამ ქვეყნის მასშტაბით. გაკვეთილის ჩაშლის თითოეული შემთხვევა გულისხმობს არა მხოლოდ სასწავლო პროცესის შეწყვეტას, არამედ პედაგოგს, კლასსა და მოსწავლეს / მოსწავლეებს შორის კონფლიქტის წარმოშობას, რაც აუარესებს უსაფრთხო კლიმატს სასკოლო საზოგადოებაში. ეს სტატისტიკა ასეთია:
2015-16 ს . წ . – 4495 შემთხვევა;
2016-17 ს . წ . – 4853 შემთხვევა;
2017-18 ს . წ – 6553 შემთხვევა.
მასალის გამოყენების პირობები






