ადიგენში "ოცნების" აქტივისტი ზურაბიშვილისთვის ხელმოწერებს აგროვებს
პოლიტიკა - 15:19, 06 Sep, 2018     1070
ადიგენის სოფლებში სმადასა და ჩორჩანში "სამხრეთის კარიბჭეს" უთხრეს, რომ სალომე ზურაბიშვილისთვის ხელმოწერების შესაგროვებლად ახალგაზრდები ორი-სამი დღის განმავლობაში დადიოდნენ, მათ შორის ერთ–ერთი კი ჩორჩნის მკვიდრი ლაშა ტაბატაძე იყო. მათი თქმით, ის წლებია „ქართული ოცნების“ ახალგაზრდულ ორგანიზაციის წევრია.
„საღამოს მანქანით მოვიდა, როგორც ვიცი „ოცნების“ აქტივისტია. გვეკითხებოდა, გვინდოდა თუ არა ზურაბიშვილი პრეზიდენტობის კანდიდატად. ყველამ უარით გავაბრუნეთ, არც ხელი მოვუწერეთ და არც პირადი ნომრები მივეცით. არც სალომე გვინდა პრეზიდენტად და არც არავინ“, - აცხადებს გამოცემასთან სოფელ პატარა სმადაში მცხოვრები ზურა ჭიტაძე.

პატარა სმადელებისგან განსხვავებით, ზურაბიშვილის პრეზიდენტობის კანდიდატად რეგისტრირებისთვის სოფელში მისულებს ხელმოწერაზე უარი არ უთხრეს დიდ სმადაში: „მოსული ვინც იყო ჩორჩნელი ბიჭია, მას სხვებიც ახლდნენ, ხელი მოვუწერეთ, მაგრამ არ უთქვამთ საიდან იყვნენ“.

სოფელ ჩორჩანში კი ამბობენ, რომ ხელმოწერების შესაგროვებლად მათი თანასოფლელი ლაშა ტაბატაძე დადიოდა: „გვეუბნებოდა, რომ ზურაბიშვილისთვის აგროვებდა ხელმოწერებს, მაგრამ ვისი გამოგზავნილი იყო არ უთქვამს. ისიც გვითხრა, ასეთი ხელმოწერები სხვა სოფლებშიც კეთდებაო. ლაშა ადრე „ოცნებაში“ იყო და ახლა სად მუშაობს არ ვიცი“.

ლაშა ტაბატაძე „სამხრეთის კარიბჭეს“ შინ არ დახვდა. ორი დღის განმავლობაში ის არც რედაქციის სატელეფონო ზარებს პასუხობდა. ბოლოს მასთან კონტაქტი მოკლეტექსტური შეტყობინებების საშუალებით შევძელით. ტაბატაძემ დაგვიდასტურა, რომ იგი „ქართული ოცნების“ ადიგენის რაიონული ორგანიზაციის წევრია, თუმცა სალომე ზურაბიშვილის მხარდასაჭერად ხელმოწერების შეგროვება კატეგორიულად უარყო: „ცრუ ინფორმაცია გაქვთ, მსგავსი არაფერი გამიკეთებია“.

ადიგენის „ქართული ოცნების“ საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარე ზაქარია ენდელაძე ამბობს, რომ „აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ინფრომაციას არ ფლობს“.

პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო შტაბის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში კი აცხადებენ, რომ არცერთ პარტიას მათთვის ხელმოწერების შეგროვება დავალებული არ აქვს: „ჩვენ წინასაარჩევნო კამპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით ვახორციელებთ. რეზიდენტობის კანდიდატი დადის და ხვედება მოსახლეობას, პარალელურად, სურვილის შემთხვევაში ადგილზევე მოდიან და გვიცხადებენ მხარდაჭერას. კარდაკარ არავინ დადის ხელმოწერების შესაგროვებლად“.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა–საქართველოს“ იურისტი გიგი ჩიხლაძე ამბობს, რომ კარდაკარ ხელმოწერების შეგროვება სამართლებრივად პრობლემას არ წარმოადგენს: „მაგრამ თუ ამ შემთხვევაში „ოცნების“ წევრები პარტიულ შტაბს, კომუნიკაციის საშუალებებს, ან რაიმე მატერიალურ რესურსს გამოიყენებენ, ეს უკვე დარღვევა იქნება. ბოლო დროს, სულ უფრო და უფრო აშკარა ხდება, რომ მმათველი გუნდი ზურაბიშვილს უჭერს მხარს და არ არის გამორიცხული, რომ მათ სხვა მატერიალური რესურსებიც გამოიყენონ“.

2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები 28 ოქტომბერს გაიმართება. ამ დროისათვის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში 40–მდე პრეზიდენტობის კანიდატის განაცხადია შესული, თითო საარჩევნო სუბიექტმა არჩევნებამდე 40 დღით ადრე 25 927 ამომრჩევლის ხელმოწერა უნდა შეაგროვოს.

ცნობილია, რომ მმართველ გუნდს საპრეზიდენტო არჩევნებზე კანდიდატი არ ეყოლება, თუმცა, „ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, რომ მხარს ერთ–ერთ დამოუკიდებელ კანდიდატს დაუჭერენ, მაგრამ ის თუ ვის გამოუცხადებს მმართველი გუნდი მხარდაჭერას ამ დროისთვის გაცხადებული არაა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42