მილიონობით ლარის ზარალი სახელმწიფოს - სუს-ი ოზურგეთში მაღალჩინოსნების საქმეს იძიებს
პოლიტიკა - 14:45, 06 Sep, 2018     1672
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ოზურგეთის თემთა გამგეობის მაღალჩინოსნებს სახელმწიფოსათვის განსაკუთრებით დიდი ოდენობით ზიანის მიყენებას ედავება და ოზურგეთის მერიისაგან დაუყოვნებლივი ზომების მიღებას ითხოვს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ოზურგეთის ყოფილ გამგებელს, არჩილ ყაზაიშვილს, მის მოადგილეს ბადრი გობრონიძეს, ასევე მაღალჩინოსნებს გერმანე ჭანუყვაძეს, გოჩა აბაშმაძეს, მალხაზ გორგოშიძეს და სოფელ შრომის (ჩირე) მიწების აუქციონის წესით გამასხვისებელ სააუქციონე კომისიის მთლიან შემადგენლობას სახელმწიფოსათვის დაახლოებით მილიონი ლარის ზარალის მიყენებას ედავება.

ამის შესახებ საუბარია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ოზურგეთის მერიისადმი მიწერილ ოფიციალურ დოკუმენტში, რომელიც მერიამ ამ დღეებში შემდგომი რეაგირებისათვის ოზურგეთის საკრებულოს გადაუგზავნა.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში აღნიშნულ პირებს 6 დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

აღნიშნული დოკუმენტიდან ირკვევა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოში აღნიშნულ საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 338 მუხლის პირველი ნაწილით (მუხლი 338. ქრთამის აღება (25.07.2006 N 3530) 1. მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ პირდაპირ ან არაპირდაპირ, ფულის, ფასიანი ქაღალდის, სხვა ქონების, ქონებრივი სარგებლის ან სხვა რაიმე არამართლზომიერი უპირატესობის მიღება ან მოთხოვნა, ასევე ასეთის თაობაზე შეთავაზების ან დაპირების მიღება თავის ან სხვა პირის სასარგებლოდ, რათა ამ მოხელემ ან მასთან გათანაბრებულმა პირმა თანამდებობრივი უფლებამოვალეობების შესრულებისას ქრთამის მიმცემის ან სხვა პირის სასარგებლოდ განახორციელოს რაიმე ქმედება ან თავი შეიკავოს რაიმე ქმედების განხორციელებისაგან ან გამოიყენოს თავისი თანამდებობრივი ავტორიტეტი ანალოგიური მიზნის მისაღწევად, აგრეთვე განახორციელოს სამსახურებრივი მფარველობა, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე)

და 370 მუხლის პირველი ნაწილით (მუხლი 370. ცრუ ჩვენება, ყალბი დასკვნა ან არასწორი თარგმანი(28.04.2006. N2937) 1. მოწმის ან დაზარალებულის მიერ ცრუ ჩვენების მიცემა ან ექსპერტის მიერ ყალბი დასკვნის ან ჩვენების მიცემა ანდა თარჯიმნის მიერ განზრახ არასწორად თარგმნა გამოძიების დროს ან სასამართლოში, – ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოთხმოციდან ორას ორმოც საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე).

საკრებულო ამ საკითხზე დუმს.

გთავაზობთ დოკუმენტს სრულად რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ოზურგეთის მერიას, ოზურგეთის მერიამ კი ოზურგეთის საკრებულოს გადაუგზავნა.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42