„ზოგადად შევაფასებდი საგამოძიებო კომისიის ფუნქციას, რომლის მთავარი ფუნქცია გახლავთ გამოძიების პროცესში შესაძლო ხარვეზების დადგენა და რეკომენდაციების მიცემა თვითონ გამოძიებაზე და არა ვთქვათ სისხლის სამართლებრივი დანაშაულის შეფასება, მითუმეტეს პოლიტიკური შეფასება. როდესაც ხდება პოლიტიკური შეფასება, ეს რა თქმა უნდა, ობიექტურობას აყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ.
კომისია რა მიზნისთვისაც შეიქმნა და რა ფუნქციაც აქვს მას კანონმდებლობის ჩარჩოებში, ის უნდა განახორციელოს.
ამ დოკუმენტის დიდი ნაწილი გახლავთ სწორედ პოლიტიკური შეფასებები, მაგრამ ჩემთვის, ისევე როგორც თითოეული მოქალაქისთვის მთავარი გახლავთ ის, რომ ჩვენ ყველანი დავრწმუნდეთ, დარწმუნდეს ქართული საზოგადოება, რომ გამოძიების პროცესში არ ყოფილა მნიშვნელოვანი ხარვეზი აღმოჩენილი ან თუ იყო, ის უნდა გამოსწორდეს” - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






